ნაპროქსენი ნორმონი ტაბლეტი 500მგ #40
ნაპროქსენი ნორმონი ტაბლეტი 500მგ #40

ნაპროქსენი ნორმონი ტაბლეტი 500მგ #40

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - NAPROXEN
მოქმედი ნივთიერება: ნაპროქსენი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 ტაბ.ნაპროქსენი ......... 250 მგ
1 ტაბ.ნაპროქსენი .......... 500 მგ

ჩვენებები:
გამოიყენება თავის და კბილის ტკივილის, კუნთების, სახსრებისა და ხერხემლის, აგრეთვე მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილის დასათრგუნად, აგრეთვე შაკიკის დროს არსებული ტკივილის კუპირებისათვის.
უზრუნველყოფს სხეულის მომატებული ტემპერატურის დაქვეითებას და ამცირებს ანთებითი პროცესისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს.

მიღების წესი და დოზირება:
ინიშნება 1 ტაბლეტის ოდენობით ყოველ 8-12 საათში (დღეში მაქს. 3 ტაბლეტი), სანამ არ იქნება მიღწეული სასურველი შედეგი.
მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია პაციენტმა მიიღოს ორმაგი დოზა 1 საათის ინტერვალით.
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ასაკის ზევით) ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 12 საათში მანამ, სანამ ექიმის მიერ არ იქნება დადგენილი სხვა დოზა.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ექიმის კონსულტაციის გარეშე არ ინიშნება. პრეპარატი გამოიყენება ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:
ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ძილის დარღვევა, ყურებში შუილი, ქვედა კიდურების შეშუპება. აღნიშნული მოვლენები ატარებენ მსუბუქ ხასიათს.
იშვიათ გვერდით მოვლენას წარმოადგენს:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, სახის შეშუპება, ურტიკარია, ასთმური შეტევა ან გულყრა, თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, აპლასტური ანემია, ჰემოლიზური ანემია, სმენის დაქვეითება, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ეს მოვლენები ატარებენ ეპიზოდურ ხასიათს.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის ან მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. აგრეთვე,
* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი;
* „ასპირინული ტრიადა“;
* თირკმელების ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <20მლ/წთ);
* პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია, თუ კი პაციენტს ადრე აწუხებდა გასტროდუოდენალური სისხლდენა;
პრეპარატი ტკივილის კუპირებისათვის გამოიყენება არა უმეტეს 10 დღისა, ხოლო სხეულის ტემპერატურის შესამცირებლად კი არა უმეტეს 3 დღე.
პრეპარატის გამოყენების წინ სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევაში: თუკი აღინიშნება კანზე გამონაყარი ან პაციენტი იმყოფება ექიმის დაკვირვების ქვეშ ქრონიკული დაავადების გამო, ან ტკივილის კუპირებისათვის გამოიყენებოდა სხვა რომელიმე ანალგეზიური საშუალება.
იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება ახალი ან მოულოდნელი სიმპტომები, ან მათი გაუარესება, ნერწყვის გადაყლაპვის გაძნელება, კუჭის არეში წვის ან ტკივილის შეგრძნება, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ნორმონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ნაპროქსენი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
40
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი