სტოპდიარი სუსპენზია ორალური 220მგ/5მლ 90მლ ფლაკონი #1
სტოპდიარი სუსპენზია ორალური 220მგ/5მლ 90მლ ფლაკონი #1

სტოპდიარი სუსპენზია ორალური 220მგ/5მლ 90მლ ფლაკონი #1

რუმინეთი

გედეონ რიხტერი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - nifuroxazide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები; მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები

შემადგენლობა
სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს:
220.0 მგ ნიფუროქსაზიდს
დამხმარე საშუალებები:
საქაროზა, ეთანოლი 96%, კარბომერი, მეთილპარაქსიჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ბანანას არომატიც, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები
- ბავშვებსა და მოზრდილებში ალიმენტარული ინფექციებითა და ინტოქსიკაციებით გამოწვეული დიარეა, კერძოდ E. coli-თ გამოწვეულნი;
- ქრონიკული დიარეა კოლიტის დროს;
- ნაწლავური ფერმენტაციის მოშლა;
- არასპეციფიკური და დაუდგენელი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დიარეა ინვაზიური მოვლენების გარეშე;
- ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეულია იატროგენული დიარეა;
- სიმპტომატური დიარეა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს;
- ინფექციური ჰემორაგიული რექტოკოლიტის მწვავე შეტევების ზოგიერთი ფორმა;
- მოგზაურის დიარეის პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები
დოზირებისათვის გამოიყენება 5-მლ-იანი დოზირების კოვზი, რომელიც დაყოფილია 2.5 მლ-დ.
გამოყენებამდე, სუსპენზია კარგად უნდა შეინჯღრეს.
ბავშვები 6 თვიდან 2 წლამდე: 2.5 მლ დღეში 3-ჯერ.
ბავშვები 3-დან 7 წლამდე: 5 მლ დღეში 3-ჯერ.
თერაპია ნიფუროქსაზიდის გამოყენებით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 7 დღე.

უკუჩვენება
- ალერგია ნიტროფურანის წარმოებულების და/ან პრეპარატის შემადგენელი დამხმარე საშუალებების მიმართ;
- 6 თვემდე ასაკის ჩვილები.
არასასურველი ეფექტები
ნიფუროქსაზიდი ხასიათდება კარგი ამტანობით. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სენსიტიზაცია და ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ იწვევს თუ არა ნიფუროქსაზიდის მიღება ორსულობის დროს შესაძლო მავნე ეფექტებს ნაყოფზე.
ნიფუროქსაზიდი არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ამდენად არ არსებობს მისი დედის რძეში გამოყოფის შესაძლებლობა. შესაბამისად, შეიძლება პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მოხმარება.
დიარეის მკურნალობისას ნიფუროქსაზიდით თერაპიასთან ერთად აუცილებელია რეჰიდრატაციის (პერორალური ან ინტრავენური) ჩატარება პაციენტის მდგომარეობისა და დიარეის ინტენსივობის გათვალისწინებით.
არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზას აუტანლობა, მალაბსორბციის სინდრომი და საქაროზა-იზომალტოზას დეფიციტი.
ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი გავლენას არ ახდებს პაციენტის უნარზე მართოს ავტომობილები და იმუშაოს მანქანა-დანადგარებთან.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გედეონ რიხტერი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
ნიფუროქსაზიდი
დოზა
220მგ/5მლ
ფორმა
სუსპენზია ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
90მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი