პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: კარვედილოლი და ივაბრადინი.
ჩვენება: კარივალანი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი დაავადებების მკურნალობისათვის: კლინიკურად გამოხატული სტაბილური სტენოკარდია (გულ-მკერდის არეში ტკივილის გამომწვევი). გულის ქრონიკული უკმარისობა.
უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია კარვედილოლზე, ივაბრადინზე, პრეპარატში შემავალ სხვა კომპონენტებზე და სხვა ბეტა-ბლოკატორებზე; თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე დაავადებები; თუ პაციენტს შეამჩნიეს გულის უკმარისობის ნიშნები, თუ გულის უკმარისობის მიმდინარეობა არასტაბილურია, ან ბოლო პერიოდის მანძილზე გაუარესდა; თუ პაციენტს აქვს არასტაბილური სტენოკარდია (სტენოკარდიის მძიმე ფორმა, რომელსაც თან ახლავს ძალიან ხშირი და ფიზიკური დატვირთვისაგან დამოუკიდებელი ტკივილი გულ-მკერდის არეში); თუ პაციენტს აქვს პრინცმეტალის სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში აღმოცენდება მოსვენებულ მდგომარეობაში და აღენიშნება გამოვლენის ციკლი, დაახლოებით ერთი და იმავე დროს); თუ პაციენტს აქვს გულის რითმის დარღვევები; თუ პაციენტის გულისცემა ძალიან ნელია (50 დარტყმაზე ნაკლები წუთში), თუ პაციენტი გრძნობს სისუსტეს, თავი იჩინა გონების დაკარგვამ, ქოშინმა, ჰიპოტენზიამ ან ტკივილმა გულ-მკერდის არეში (გამოწვეული კლინიკურად გამოკვეთილი ან მძიმე ბრადიკარდიით); თუ პაციენტს განუვითარდა გულის შეტევა; თუ პაციენტს აქვს კარდიოგენული შოკი (გულის მუშაობის სერიოზული დარღვევა, რომელიც საჭიროებს მკურნალობას საავადმყოფოში და გამოწვეულია ძალიან დაბალი არტერიული წნევით); თუ გულის რითმის მუდმივობის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ კარდიოსტიმულატორით; მძიმე სისხლძარღვოვანი დარღვევები (მაგალითად, რეინოს დაავადება); ძალიან დაბალი არტერიული წნევა; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფილტვების დაავადება, რომელიც ხასიათდება ხიხინით, სუნთქვის გაძნელებით და ქრონიკული ხველით); თუ პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა სუნთქვის დარღვევები, ისეთები, როგორებიც არის ასთმა ან ბრონქოსპაზმი (სუნთქვის გაძნელება, რომელიც გამოწვეულია სასუნთქი გზების შევიწროვებით); თუ პაციენტს აქვს მჟავის მაღალი შემცველობა სისხლში (მეტაბოლური აციდოზი); თუ პაციენტს აქვს მაღალი არტერიული წნევა, რომელიც გამოწვეულია თირკმელებთან ახლოს არსებული შეშუპებით (არანამკურნალები ფეოქრომოციტომა); თუ პაციენტი ღებულობს: პრეპარატებს სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი); ანტიბიოტიკებს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (მაგალითად, კლარიტრომიცინი, ერითრომიცინი შიგნით მისაღები, ჯოზამიცინი ან ტელიტრომიცინი); პრეპარატებს აივ-ინფექციის სამკურნალოდ, ეგრეთწოდებული პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგალითად, ნელფინავირი, რიტონავირი); ნეფადოზონს (პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ); დილთიაზემი ან ვერაპამილი: პრეპარატები მაღალი არტერიული წნევისა და სტენოკარდიის საწინააღმდეგოდ; თუ პაციენტი არის შვილოსნობის უნარის მქონე ქალი და არ იყენებს საიმედო კონტრაცეპტიულ მეთოდს; თუ პაციენტი არის ორსულად ან ცდილობთ, რომ დაორსულდეს; ლაქტაციის დროს.
ბავშვები და მოზარდები: კარივალანი არ გამოიყენება 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე. არ მიიღება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. ვადის ამოწურვის თარიღად მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო დღე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
125368
ჯენერიკი
კარვედილოლი+ივაბრადინი