რეგულონი ტაბლეტი 0.03მგ+0.15მგ #63

რეგულონი ტაბლეტი 0.03მგ+0.15მგ #63

უნგრეთი

გედეონ რიხტერი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Desogoestrelum+Aethinyloestradiolum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰორმონალური ორალური კონტრაცეპტივები
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საშუალებები კონტრაცეპციისათვის; მუდმივი პერორალური გამოყენებისათვის

ჩვენებები
რეგულონი წარმოადგენს ჰორმონულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი იწვევს ოვულაციის პროცესის დათრგუნვას და განაყოფიერების დაბრკოლებას.
რეგულონის მიღება ხორციელდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე ქალებში რეკომენდებულია გულდასმით საერთო სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევების ჩატარება (არტერიული წნევის კონტროლი, სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრა).

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის მიღება იწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს ერთსა და იმავე დროს, 1 აპკით დაფარული ტაბ. 21 დღის განმავლობაში ყოველდღიურად. შემდგომში საჭიროა 7 დღიანი შესვენება. სწორედ აღნიშნული შესვენების დროს იწყება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. 7 დღიანი შესვენების შემდეგ, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის ან მისი შემდგომი გაგრძელების მიუხედავად საჭიროა მე-8 დღიდან აპკით დაფარული ტაბლეტების მიღების გაგრძელება მეორე შეფუთვიდან.
შეფუთვაზე მითითებული ციფრი და ისრები ტაბლეტების სწორად მიღების შესაძლებლობას იძლევა. წინასწარ საჭიროა აპკით დაფარული ტაბლეტის მიღების დაწყების დღის აღნიშვნა, რაც ყოველდღიურად მიღებული ტაბლეტების შემოწმების საშუალებას იძლევა. ამისათვის საჭიროა ფოლგის გახვრეტა კვირის შესაბამისი დღის ადგილზე.
ტაბლეტის მიღების დავიწყების შემთხვევაში, საჭიროა მისი მიღება არა უგვიანეს 12 სთ-ის განმავლობაში. 36სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის მიღების დაგვიანების შემთხვევაში, კონტრაცეპცია აღნიშნული ციკლის დროს სუსტდება. ამ დროს რეკომენდებულია სხვა არაჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება (კალენდარული და ტემპერატურული მეთოდების გამოკლებით), საჭიროა აპკით დაფარული ტაბლეტების მიღების გაგრძელება დაწყებული შეფუთვიდან ერთსა და იმავე დროს, დავიწყებული ტაბლეტები კი საჭიროა გამოვტოვოთ.
ღებინების და დიარეის დროს პრეპარატთან ერთად აუცილებელია სხვა არაჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება.
მკურნალობის პერიოდში მენსტრუაციის შორის სისხლდენების დროს საჭიროა პრეპარატის მიღების გაგრძელება, რადგან სისხლდენა მალევე გაივლის. ძლიერი სისხლდენის დროს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ერთეულ შემთხვევებში, როდესაც რეგულარული ტაბლეტების მიღებიდან მომდევნო 7 დღიანი შესვენების შემდეგ ადგილი არა აქვს მენსტრუაციას, საჭიროა ტაბლეტის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
მშობიარობის ან აბორტის შემდეგ ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება რეკომენდებულია ექიმის კონსულტაციით, მაგრამ არა უგვიანეს პირველივე დღეს მეორე მენსტრუაციის დაწყებიდან.
არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება ხდება პირველი მენსტრუაციის პირველ დღეს, მაგრამ პირველი ორი კვირის განმავლობაში აუცილებელია მისი კომბინაცია სხვა არაჰორმონულ მეთოდებთან.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად შესაძლებელია-გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება, სხეულის მასის ცვლილება, საშოს ინფექციები, ხასიათის დათრგუნვა, დისკომფორტის შეგრძნება კონტაქტური ლინზების გამოყენების დროს, მენსტრუაციის შორის სისხლდენები, სახეზე პიგმენტური ლაქების წარმოქმნა, არტერიული წნევის მომატება, სისხლში შაქრის შემცველობის მომატება, კანზე გამონაყარი, გადაღლილობა, დიარეა. პრეპარატით მკურნალობის პროცესში რაიმე გვერდითი მოვლენების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას ზოგიერთ ქალებში იზრდება თრომბოემბოლიების, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის განვითარების რისკი. აღნიშნული რისკი ძლიერდება ასაკთან ერთად (30 წლის ზემოთ), განსაკუთრებით კი თამბაქოს მწეველებში. ამიტომ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების დროს აღნიშნული ასაკის ქალებს ეკრძალებათ თამბაქოს მოწევა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გედეონ რიხტერი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
ეთინილესტრადიოლი+დეზოგესტრელი
დოზა
0.03მგ+0.15მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
63
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი