საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: იტრაკონაზოლი; ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისთვის. ტრიაზოლის წარმოებულები. ჩვენება: • დერმატომიკოზი; • სოკოვანი კერატიტი; • დერმატოფიტებით და/ან საფუარას სოკოებით გამოწვეული ონიქომიკოზი; • სისტემური მიკოზები: სისტემური ასპერგილოზი და კანდიდოზი, კრიპტოკოკოზი (მათ შორის კრიპტოკოკური მენინგიტი), ჰისტოპლაზმოზი, სპოროტრიქოზი, პარაკოკციდიოიდომიკოზი, ბლასტომიკოზი და სხვა სისტემური და ტროპიკული მიკოზები; • კანისა და ლორწოვანი გარსის კანდიდომიკოზი (ვულვოვაგინალური კანდიდოზის ჩათვლით); • ღრმა ვისცერული კანდიდოზი; • სხვადასხვაფერი პიტირიაზი.
მიღების წესი და დოზირება: მაქსიმალური აბსორბციის მიზნით იტასპორი-ავერსის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებისთანავე (კაფსულა მიიღება მთლიანად). ვულვოვაგინალური კანდიდოზის დროს ინიშნება 200 მგ 2-ჯერ დღეში 1 დღის განმავლობაში ან 200 მგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში; სხვადასხვაფერი პიტირიაზის დროს _ 200 მგ ერთხელ დღეში, 7-15 დღის განმავლობაში; დერმატომიკოზის დროს _ 200 მგ ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში ან 100 მგ ერთხელ დღეში 15 დღის განმავლობაში; სოკოვანი კერატიტის დროს _ 200 მგ ერთხელ დღეში 21 დღის განმავლობაში; კანის მაღალკერატინიზირებული უბნების დაზიანების დროს, როგორიცაა მტევნებისა და ტერფების კანი, ინიშნება 200 მგ 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ან 100 მგ ერთხელ დღეში 30 დღის განმავლობაში; პირის ღრუს კანდიდოზის დროს _ 100 მგ ერთხელ დღეში 15 დღის განმავლობაში; დაქვეითებული იმუნიტეტის დროს, მაგ. ნეიტროპენიით, შიდსით დაავადებულ პაციენტებში, იტრაკონაზოლის ბიოშეღწევადობა მცირდება, შესაბამისად შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაორმაგება; ონიქომიკოზის დროს იტასპორი-ავერსი ინიშნება პულს-თერაპიის ან უწყვეტი თერაპიის სახით. პულს-თერაპიის ერთი კურსი შეადგენს 200 მგ-ს 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში. ხელის ფრჩხილების მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კურსს, ხოლო ფეხის ფრჩხილებისა _ 3 კურსს. მკურნალობის ყოველი კურსის შემდეგ საჭიროა 3-კვირიანი ინტერვალის დაცვა. უწყვეტი თერაპიის დროს ინიშნება 200 მგ ერთხელ დღეში 3 თვის განმავლობაში. კლინიკური შედეგი მიიღწევა მკურნალობის კურსის ჩამთავრებისას ფრჩხილების ზრდის სიჩქარის შესაბამისად; იტრაკონაზოლი კანიდან და ფრჩხილიდან უფრო ნელა გამოიყოფა, ვიდრე პლაზმიდან, შესაბამისად ოპტიმალური კლინიკური და მიკოლოგიური ეფექტი, კანის ინფექციის შემთხვევაში აღინიშნება მკურნალობის დამთავრებიდან 3-4 კვირის შემდეგ, ხოლო ფრჩხილების ინფექციის მკურნალობის დამთავრებიდან _ 6-9 თვის შემდეგ; სისტემური მიკოზები: ასპერგილოზის დროს ინიშნება 200 მგ ერთხელ დღეში 2-5 თვის განმავლობაში. აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-მდე 2-ჯერ დღეში; კანდიდოზის დროს _ 100-200 მგ ერთხელ დღეში 3 კვირიდან 7 თვის განმავლობაში. აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-მდე 2-ჯერ დღეში; კრიპტოკოკოზის დროს (თუ არ აღინიშნება მენინგიტის ნიშნები) _ 200 მგ ერთხელ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვიდან 1 წლამდე; კრიპტოკოკული მენინგიტის დროს _ 200 მგ 2-ჯერ დღეში. შემანარჩუნებელი თერაპიისათვის 200 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა _ 2 თვიდან 1 წლამდე; ჰისტოპლაზმოზის დროს _ 200 მგ ერთხელ დღეში ან 200 მგ 2-ჯერ დღეში 8 თვის განმავლობაში; სპოროტრიქოზის დროს _ 100 მგ ერთხელ დღეში 3 თვის განმავლობაში; პარაკოკციდიოიდომიკოზის დროს _ 100 მგ ერთხელ დღეში 6 თვის განმავლობაში; ქრომომიკოზის დროს _ 100-200 მგ ერთხელ დღეში 6 თვის განმავლობაში; ბლასტომიკოზის დროს _ 100 მგ ერთხელ დღეში ან 200 მგ 2-ჯერ დღეში 6 თვის განმავლობაში. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა იტრაკონაზოლის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ; პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია ღვიძლის დაავადებების დროს. შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტით.