ზუმ გელი 1.25% 60გრ ტუბი #1

ზუმ გელი 1.25% 60გრ ტუბი #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა

გელის 1 გ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი 18.45 მგ (რომელიც ექვივალენტურია 12,5 მგ დექსკეტოპროფენის).
ჩვენება

მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:

- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მწვავე და ქრონიკული ანთებითი, ანთებით-დეგენერაციული და მეტაბოლური დაავადებები (მათ შორის, რევმატოიდული ართრიტი, სპონდილოართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი);

- რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადებები (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი და ა.შ.);

-რბილი ქსოვილების და სახსრების პოსტტრავმული ანთება (დაჭიმვის, გადატვირთვის, ნაღრძობის, დაჟეჟილობის შედეგად და ა.შ.).



გამოყენების წესი და დოზირება

ზუმ გელი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის. გამოსაყენებელი პრეპარატის რაოდენობა დამოკიდებულია ანთებითი პროცესის და ტკივილის სინდრომის გამოხატულებაზე.

მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, ზუმ გელი გამოიყენება 2-3-ჯერ დღეში. სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 7,5 გ-ს, რაც შეესაბამება დაახლოებით გელის 14 სმ-ს. გელი დაიტანება კანის დაუზიანებელ ნაწილზე და უნდა შეიზილოს სრულ გაწოვამდე. არ არის ნებადართული პრეპარატის წასმა ოკლუზიური ნახვევის ქვეშ.

ზუმ გელის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე, პრეპარატი არ გამოიყენება 7 დღეზე მეტხანს.



უკუჩვენება

- მომატებული მგრძნობელობა დექსკეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს, ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

- ანამნეზში ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, მწვავე რინიტი, ურტიკარია ან ანგიონევროზული შეშუპება, რომელთა განვითარება დაკავშირებული იყო მოქმედების მსგავსი მექანიზმის მქონე ნივთიერებების გამოყენებასთან (აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა აასპ);

- კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

დექსკეტოპროფენის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.

ზუმ გელის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.



გამოყენება პედიატრიაში

მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ბავშვებში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25რC –ზე, ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
დექსკეტოპროფენი
დოზა
1.25%
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
60გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი