ლარიტილენი პიტნა და ლიმონი ტაბლეტი საწუწნი 0.25მ+0.03მგ #20
ლარიტილენი პიტნა და ლიმონი ტაბლეტი საწუწნი 0.25მ+0.03მგ #20

ლარიტილენი პიტნა და ლიმონი ტაბლეტი საწუწნი 0.25მ+0.03მგ #20

უკრაინა

კიევმედპრეპარატები
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები: დექვალინის ქლორიდი, დიბუკაინის ჰიდროქლორიდი;
1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს დექვალინის ქლორიდს 100% ნივთიერებაზე გადაანგარიშებით 0,25 მგ, დიბუკაინის ჰიდროქლორიდს 100% ნივთიერებაზე გადაანგარიშებით 0,03 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტები პიტნისა და ლიმონის გემოთი: სორბიტი (E 420), ტალკი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, არომატიზატორი ლიმონი, მწარე პიტნის ზეთი.

წამლის ფორმა. საწუწნი ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები:
თეთრი მრგვალი ტაბლეტები ნაზოლით ორივე მხარეს და გამყოფი ხაზით ცალ მხარეს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ყელის დაავადებების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები.

ჩვენებები:
პირის ღრუსა და ყელის მწვავე ანთებითი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა: გინგივიტი, წყლულოვანი და აფტოზური სტომატიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი და ფარინგიტი. ლარიტილენის გამოყენება ასევე რეკომენდებულია პირში უსიამოვნო სუნის არსებობისას.
ლარიტილენის გამოყენება შეიძლება პირის ღრუსა და ყელის შერეული ინფექციის შემთხვევებში (ექიმის რეკომენდაციით); როგორც დამხმარე პრეპარატი კატარული ანგინის, ლაკუნური ანგინისა და პლაუტ-ვენსანის ანგინის მკურნალობისას; პირის ღრუსა და ხახის კანდიდოზის შემთხვევაში.
რეკომენდებულია პოსტოპერაციულ პერიოდში ტონზილექტომიისა და კბილების ამოღების შემდეგ.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ. ალერგია ამონიუმის მეოთხედურ შენაერთებზე (მაგალითად, ბენზალკონიუმის ქლორიდი).
გამოყენების თავისებურებანი:
ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, იგი გამოსადეგია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში გამოსაყენებლად.
პრეპარატი შეიცავს სორბიტს, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე პაციენტებში, როგორიცაა ფრუქტოზას აუტანლობის სინდრომი. სიფრთხილით უნდა გამოიყენონ სისხლის პლაზმაში ქოლინესტერაზას დაბალი დონის მქონე პაციენტებმა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობა:
არსებული მონაცემებით, კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ამ გარემოებებში ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ მკურნალობის ეფექტი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

ლაქტაციის პერიოდი:
არსებული მონაცემებით, დედის რძეში მოქმედი ნივთიერებების შეღწევის თაობაზე კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოყენების წესი და დოზები:

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროს ბავშვებში:
ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში, ანთების სიმპტომების შემცირების შემდეგ - 1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში.
4 წელზე უფროს ბავშვებში:
ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 3 საათში, ანთების სიმპტომების შემცირების შემდეგ - 1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-12 ტაბლეტს მწვავე ფაზის პერიოდში და 6 ტაბლეტს ანთების სიმპტომების ალაგების შემდეგ.
ტაბლეტების გაწუწვნა უნდა მოხდეს ნელა, დაღეჭვის გარეშე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად. თუ მკურნალობის 5 დღის შემდეგ სიმპტომები არ ალაგდა ან გაუარესდა, პაციენტმა კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართოს.
ბავშვები. 4 წელზე უმცროს ბავშვებში ამ წამლის ფორმით პრეპარატი არ ინიშნება.

გვერდითი რეაქციები:
პრეპარატის გამოყენების შემდეგ ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად გამონაყარი, ქავილი, წვის შეგრძნება, პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. იშვიათ შემთხვევებში, კერძოდ კი ბოროტად გამოყენებისას, შესაძლებელია წყლულისა და ნეკროზის განვითარება. რაიმე უჩვეულო რეაქციების წარმოქმნისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია შემდგომი თერაპიის თაობაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კიევმედპრეპარატები
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
დექვალინის ქლორიდი+დიბუკაინი ჰიდროქლორიდი
დოზა
0.25მ+0.03მგ
ფორმა
ტაბლეტი საწუწნი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი