დიკლოფტილი წვეთები თვალის 0.1% 5მლ ფლაკონი #1
დიკლოფტილი წვეთები თვალის 0.1% 5მლ ფლაკონი #1

დიკლოფტილი წვეთები თვალის 0.1% 5მლ ფლაკონი #1

იტალია

ფარმიგეა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ყოველი მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: ნატრიუმის დიკლოფენაკი.

ჩვენება: კატარაქტას ოპერაციის დროს; პოსტოპერაციული ანთების და პეროპერაციული მიოზის ინჰიბირება; ცისტოიდური მაკულარული შეშუპების პრევენცია, რომელიც დაკავშირებულია ბროლის ამოღებასა და იმპლანტაციასთან; თვალის წინა სეგმენტის ანთების მკურნალობა; არაინფექციური ანთება, როგორიცაა ქრონიკული კონიუნქტივიტი; პოსტ-ტრავმული ანთება.

დოზირება და მიღების წესი: კატარაქტას ოპერაცია: ოპერაციამდე: ჩაიწვეთეთ 1 წვეთი 5-ჯერ 3 საათის განმავლობაში. ოპერაციის შემდეგ: 1 წვეთი 3-ჯერ. პოსტქირურგიული კონტროლი: 1 წვეთი 3-5-ჯერ დღეში საჭირო ხანგრძლივობით. თვალის წინა სემგენტის ანთების მკურნალობა: 1 წვეთი 4-5-ჯერ დღეში. შეამცირეთ ან გაზარდეთ სიმპტომების მხიედვით.

სიფრთხილის ზომები: არ გამოიყენება პაციენტებში: ჰიპერმგრძნობელობით რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ასთმის შეტევების, ქავილის ან მწვავე რინიტის დროს, რომელიც გამოწვეულია აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორით. ორსულებში (ორსულობის 6 თვის შემდეგ). სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში: მგრძნობელობით შემდეგი პრეპარატების (ასპირინი, ფენილძმარმჟავას წარმოებულები, სხვა არასტეროიდეული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) ვინაიდან, არსებობს ჯვარედინი მოქმედების განვითარების შესაძლებლობა (ასთმის შეტევა, ურტიკარია ან მწვავე რინიტი).

ზემოქმედება მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე: შესაძლებელია მხედველობის დროებითი დაბინდვა. მხედველობის დაბინდვისას პაციენტები უნდა მოერიდონ მანქანისა და მექანიზმების მართვას.

უკუჩვენებები: დაუშვებელია ჯვარედინი გამოყენება ტოპიკურ ამიდებთან ერთად, ვინაიდან შესაძლებელია რეაქციის გამწვავება. სხვა ნივთიერებებთან ერთად მიღებისას მათი გამოყენება უნდა მოხდეს 15 წუთიანი შუალედებით პრეპარატის განზავების თავიდან ასაცილებლად. ადგილობრივი აასს-ების გამოყენებამ, როგორიცაა დიკლოფენაკი და ტოპიკური სტეროიდები პაციენტებში მანამდე არსებული მნიშვნელოვანი რქოვანას ანთებით, შეიძლება გაზარდოს რქოვანას გართულებების განვითარების რისკი, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. კლინიკურ კვლევაში შეინიშნებოდა უსაფრთხო შედეგი ბეტა ბლოკატორთან ერთად გამოყენებისას.

ორსულობა და ლაქტაცია: დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში. დიკლოფენაკი გადადის დედის რძეში. თვალში დიკლოფენაკის გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს, თუ მოსალოდნელი სარგებელი არ აჭარბებს შესაძლო რისკს. ცხოველებში ჩატარებული ტესტები ამ დრომდე მიუთითებს, რომ არ არის რისკი ორსულობის პირველი 3 თვის და 6 თვის მანძილზე, თუმცა, არ ჩატარებულა კვლევები ორსულებში. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის მე-6 თვიდან, რადგან არსებობს არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვის და შეკუმშვის შესაძლო ინჰიბირების რისკი.

შენახვის პირობები: ინახება მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერსში არაუმეტეს 10C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოიყენება გახსნიდან 1 თვის განმავლობაში

შეფუთვა: 5მლ-ბოთლი.

ვარგისობის ვადა: მითითებულია მეორეულ შეფუთვაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმიგეა
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
დიკლოფენაკი
დოზა
0.1%
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი