პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1ც სანთელი შეიცავს: Chamomilla D1, Belladonna D2, Dulcamara D4, Plantago major D3 შესაბამისად 1,1 mg; Pulsatilla D2 2,2 mg ;Calcium carbonicum Hahnemanni D8 4,4 mg. მკვრივი ცხიმი, ნატურალური წარმოშობის ტრი- და მონოგლიცერიდების ნარევი - 1089 მგ.
ჩვენებები: ბავშვებში: აგზნება; ინტოქსიკაციის მოვლენები, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი, დისპეპსიური მოვლენები, უძილობა, შფოთვა, კრუნჩხვითი მზაობა; მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ზედა სასუნთქი გზების მწვავე დაავადებები, შინაგანი ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები; ლოკალური ხასიათის ტკივილები, გამოწვეული კუჭ-ნაწლავის სპასტიური მდგომარეობით, შებერილობა, ფაღარათი; ლოკალური ტკივილები, გამოწვეული ანთებითი პროცესებით, როგორიცაა კბილების ამოჭრა, შარდის ბუშტის, შუა ყურის ანთება, წითელა და სხვა. ორსულებში: ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის საშიშროება; მშობიარობის გაუტკივარება. ტკივილის სინდრომით მიმდინარე ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები. მძიმედ დაავადებულ პაციენტებში დეზინტოქსიკაციური და ანთების საწინააღმდეგო თერაპია.
დოზირება და მიღების წესი: სანთელი უნდა გათავისუფლდეს კონტეინერისაგან და მოთავსდეს სწორ ნაწლავში, შესაძლებელია ვაგინალური გამოყენებაც. ერთჯერადი დოზა მოზრდილებსა და 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში - 1 სანთელი. მწვავე შემთხვევებში შესაძლებელია ერთჯერადი დოზის გამოყენება 3-5-ჯერ დღე-ღამეში, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდგომ 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები: ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციების გამოვლენა, კანზე გამონაყარი და ქავილი.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, გვირილის ან რთულყვავილოვანთა ოჯახის სხვა მცენარეების მიმართ.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 1.1 გრ სანთელი, 12 ცალი პოლივინილის კონტეინერში.
მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
125000
ჯენერიკი
ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი!