ცილოსტანი ტაბლეტი 100მგ #60

ცილოსტანი ტაბლეტი 100მგ #60

არგენტინა

ლაბ. ეცზანე ფარმა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): cilostazol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → პერიფერიული ვაზოდილატატორები → ვენებზე უპირატესი მოქმედებით → შიგნით მიღებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 ტაბ.
ცილოსტაზოლი . . . . . . . . . 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარმელოზას კალციუმი, ჰიპრომელოზა და მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:
გარდამავალი კოჭლობა.

დოზირების რეჟიმი
ცილოსტაზოლი ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საუზმემდე და საღამოს კვებამდე 30 წუთით ადრე. ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ წყლის გარკვეულ რაოდენობასთან ერთად.
ყოველთვის მიიღეთ ცილოსტაზოლი ექიმის მითითებების ზუსტი დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მიღების წესთან დაკავშირებით, რეკომენდაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა არის 100 მგ ტაბლეტი დღეში 2-ჯერ (დილა-საღამოს). ამ დოზის კორექცია არ არის აუცილებელი ხანდაზმული პაციენტებისთვის. თუმცა, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გამოგიწეროთ ნაკლები დოზა იმ შემთხვევაში თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ცილოსტაზოლის მოქმედებაზე.
ცილოსტაზოლის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საუზმემდე და საღამოს კვებამდე 30 წუთით ადრე. ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ წყლის გარკვეულ რაოდენობასთან ერთად.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
- გულის უკმარისობა;
- ანამნეზში გულის ოპერაცია;
- გულის დაავადებებით გამოწვეული გონების დაკარგვის შემთხვევები ან გულისცემის ნებისმიერი სახის დარღვევა;
- მდგომარეობა, რომელიც ზრდის სისხლდენის ან შეშუპების წარმოშობის რისკს;
- თუ იღებთ როგორც აცეტილსალიცილის მჟავას და კლოპიდოგრელს ან მათ ნებისმიერ კომბინაციას, ისე ორ ან მეტ სხვა პრეპარატს, რომელთაც შეუძლიათ სისხლდენის რისკის გაზრდა;
- თირკმელების მწვავე დაავადება ან ღვიძლის მწვავე ან საშუალო სიმძიმის დაავადება;
- თუ ხართ ორსულად.
ორსულობა და ლაქტაცია;
ცილოსტაზოლის მიღება არ უნდა მოხდეს ორსულობის დროს.
მეძუძური დედებისთვის ცილოსტაზოლის მიღება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
დარწმუნდით, რომ თქვენი ექიმისთვის ცნობილია:
- თუ თქვენ გაქვთ გულის მწვავე დაავადებები ან ნებისმიერი პრობლემა გულისცემასთან დაკავშირებით;
- თუ გაქვთ სისხლის წნევის პრობლემები;
- თუ თქვენ უნდა ჩაიტაროთ რაიმე სახის ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის კბილის ექსტრაქცია, გააფრთხილეთ თქვენი ექიმი ან სტომატოლოგი რომ იღებთ ცილოზეკს;
- თუ გამოგივლინდათ მსუბუქი შეშუპება ან სისხლდენა, შეწყვიტეთ ცილოსტაზოლის მიღება და შეატყობინეთ თქვენს ექიმს.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში: ცილოსტაზოლის მიღება არ არის დაშვებული ბავშვებში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ეცზანე ფარმა
ქვეყანა
არგენტინა
ჯენერიკი
ცილოსტაზოლი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი