ანბერი ტაბლეტი 500მგ+20მგ #10

ანბერი ტაბლეტი 500მგ+20მგ #10

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლითა და ჭდით.
შემადგენლობა:
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
დიციკლომინის ჰიდროქლორიდს _ 20 მგ, პარაცეტამოლს _ 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანბერი კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
დიციკლომინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს სუსტ მუსკარინულ ქოლინობლოკატორს პირდაპირი ანტისპაზმური ეფექტით. იგი ამცირებს გლუვი კუნთების სპაზმს, განსაკუთრებით მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე “გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის” დროს.
პარაცეტამოლი წარმოადგენს ეფექტურ ანალგეზიურ და ანტიპირეტულ საშუალებას, რომელიც გამოიყენება სუსტი ანთებითი პროცესების დროს “გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისადმი” განწყობილ პაციენტებში.ჩვენებები
ტკივილითა და მსუბუქი ანთებით მიმდინარე ნაწლავური პროცესები.
• ნაწლავის კოლიკა;
• ღვიძლის კოლიკა;
• თირკმლის კოლიკა;
• პილოროსპაზმი;
• ალგოდისმენორეა;
• “გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან” ასოცირებული კუჭ-ნაწლავის სპაზმი.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტი ანბერის მიღება კვების წინ 15 წთ-ით ადრე 2_4-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 ტაბლეტამდე დღეში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის - 1/4-1/2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში, 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის -ქ1/2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.უკუჩვენება
ობსტრუქციული უროპათია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები, ღვიძლის უკმარისობა, ჰიპერბილირუბინემია, თირკმლის უკმარისობა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, მწვავე წყლულოვანი კოლიტი, რეფლუქს- ეზოფაგიტი, ჰემატოლოგიური დაავადებები, გლაუკომა, მიასთენია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერმგრძნობელობა დიციკლომინის ჰიდროქლორიდისა და სხვა შემადგენელი კომპონენტებისადმი, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
აცეტამინოფენი+დიციკლომინი
დოზა
500მგ+20მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი