დეფენსიკანი იმუნოგლუკანი სუსპენზია ორალური 10მგ/1მლ 120მლ ფლაკონი #1
დეფენსიკანი იმუნოგლუკანი სუსპენზია ორალური 10მგ/1მლ 120მლ ფლაკონი #1

დეფენსიკანი იმუნოგლუკანი სუსპენზია ორალური 10მგ/1მლ 120მლ ფლაკონი #1

სლოვაკეთი

მიკროხემი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: სუსპენზიის 1მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება: იმუნოგლუკანი-10მგ; დამხმარე ნივთიერებები: C ვიტამინი, ფრუქტოზა, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, წყალი.

ჩვენებები: დეფენსიკანი® იმუნოგლუკანი® ეფექტურია სასუნთქი გზების ინფექციების (RTI) და მორეციდივე რესპირატორული ინფექციების (RRTI) მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ბავშვებში და მოზრდილებში.

დოზირების რეჟიმი: რეკომენდებულია 5კგ წონაზე 1მლ სუსპენზიის მიღება, ერთხელ დღეში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (2-3თვე). იმუნურ სისტემაზე დატვირთვის გაძლიერებისას საჭიროა დოზის გაზრდა 2მლ-5კგ ერთხელ დღეში 3-7 დღის განმავლობაში.
იდეალურ შემთხვევაში პრეპარატი მიიღება საღამოს ძილის წინ ან დილით უზმოზე. ბოთლი კარგად უნდა შეინჯღრეს ყოველი გამოყენების წინ.

გაფრთხილება: რეკომენდებული დოზის გადაჭარბება სასურველი არ არის. პრეპარატი არ მიიღება, თუ პაციენტს აქვს ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. დეფენსიკანი არ მიიღება ადამიანებში ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ. იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე მყოფმა პირებმა, პრეპარტი უნდა მიიღონ ექიმის კონსულტაციის მიხედვით. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 2 წლის ასაკიდან.

გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები, ალერგიული რეაქცია. თუ განგივითარდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, 5C-25C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. პაციენტმა უნდა მოარიდოს ნესტს, ყინვას და მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. ბოთლი გახსნის შემდეგ საჭიროებს შენახვას მაცივარში 2C-8C ტემპერატურაზე, კარგად დახურულ მდგომარეობაში. ვარგისია გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.

შეფუთვა: 60 მლ, 120 მლ.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მიკროხემი
ქვეყანა
სლოვაკეთი
ჯენერიკი
ბეტა გლუკანი+ლაქტოფერინი+ელდერბერი+ინოზიტოლი+თუთია
დოზა
10მგ/1მლ
ფორმა
სუსპენზია ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
120მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი