პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1,0გ კრემი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: მიკრონიზირებული აცეკლოფენაკი-0,0150გ; დამხმარე ნივთიერებები: ემულსიური ცვილი, თხევადი პარაფინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (?218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (?216), გასუფთავებული წყალი.
ჩვენება: ყველა ტიპის ადგილობრივი ტკივილის და ანთების მკურნალობა გამოწვეული საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნებისმიერი დაზიანებით, მათ შორის სპორტული ტრავმებით. პრეპარატის გამოყენება შეიძლება მყესების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ანთების შესამცირებლად დაჭიმულობის, გადაძაბვისა თუ დაბეჟილობების შემთხვევაში, ასევე ლუმბაგოს (წელკავის), კისერმრუდობისა და პერიართრიტის სამკურნალოდ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში „შემადგენლობა“. პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ მომატებული მგრძნობელობა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დიკლოფენაკთან შესაძლო ჯვარედინი მომატებული მგრძნობელობა არ იყო დადასტურებული, აღნიშნული პრეპარატი არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის მიმართ. აცეკლოფენაკი, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებშიც აცეტილსალიცილის მჟავა ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იწვევენ ასთმურ შეტევებს, ჭინჭრის ციებას ან მწვავე რინიტს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს: ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა მავნე ზეგავლენა ორსულობაზე, ემბრიონის-ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა და მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე. ამჟამად, ორსულობის დროს ქალებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება; ამიტომ აერტალის კრემის გამოყენება ორსულობის დროს აკრძალულია. ლაქტაცია: არ არსებობს მონაცემები, იმის შესახებ გამოიყოფა თუ არა აცეკლოფენაკი დედის რძეში. ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
მიღების წესი და დოზები: დოზირების რეჟიმი: აერტალის კრემის დატანა ხდება დღეში სამჯერ მსუბუქი შეზელვითი მოძრაობით დაზიანებულ უბანზე. გამოსაყენებელი დოზა დამოკიდებულია დაზიანებული უბნის ფართობზე: 1,5-2გ აერტალის კრემი დაახლოებით შეესაბამება 5-7სმ სიგრძის კრემის ზოლს. აუცილებელია პაციენტმა მიაქციოს ყურადღება, რომ მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატის გამოყენებისას დაზიანებული კუნთების ან სახსრების სამკურნალოდ (დაჭიმულობა, დისტორსია (ღრძობა), დაჟეჟილობა) ან იოგების ანთებისას, გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას. ართრიტის სამკურნალოდ, მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატის გამოყენებისას, გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 კვირას. თუ 7 დღიანი გამოყენების შემდეგ სიმპტომები უარესდება ან არ მცირდება, პაციენტმა შემდგომი გამოკვლევებისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
ბავშვები: მონაცემები არ მოიპოვება. აერტალის კრემის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე ზემოთ): ხანდაზმული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება იგივე დოზა, რაც მოზრდილ პაციენტებში.
გამოყენების წესი: მოცემული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის და მისი დანიშვნისას არ შეიძლება ოკლუზიური სახვევების გამოყენება. კრემის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატის დატანა ხდება ხელებზე. პრეპარატი ან უნდა მოხვდეს თვალში ან პირის ღრუში. აერტალის წასმა შეიძლება მხოლოდ დაუზიანებელ კანზე.გამოყენების წესი: მოცემული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის და მისი დანიშვნისას არ შეიძლება ოკლუზიური სახვევების გამოყენება. კრემის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატის დატანა ხდება ხელებზე. პრეპარატი ან უნდა მოხვდეს თვალში ან პირის ღრუში. აერტალის წასმა შეიძლება მხოლოდ დაუზიანებელ კანზე.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: აერტალის კრემმა აჩვენა დამაკმაყოფილებელი ადგილობრივი ტოლერანტობა. ზოგიერთ შემთხვევაში, აღწერილია მსუბუქი ან ზომიერი ადგილობრივი გაღიზიანება, რომელსაც თან ახლავს კანის ჰიპერემია და ქავილი, რომელიც ქრება მკურნალობის შეწყვეტისას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
124871