საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): fluoride, xilytol კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები სტომატოლოგია → სტომატოლოგიაში გამოსაყენებელი სხვადასხვა პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებები → პრეპარატები კარიესის მკურნალობისთვის შემადგენლობა: NaF ( ნატრიუმის ფტორიდი), ქსილიტოლი
ფარმაკოლოგიური თვისებები: NaF სპრეი - ევროპული ხარისხის, კომფორტული გამოყენების ორალური სპრეი, რომელიც ორგანიზმში ფტორის ნორმალური დონის შენარჩუნებით ახდენს კბილის კარიესის პრევენციასა და მკურნალობას
NaF ( ნატრიუმის ფტორიდი): ფტორი ზრდის კარიესის მიმართ კბილის წინააღმდეგობის უნარს: - ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს - მონაწილეობს ფტორაპატიტის (Ca5(PO4)3F) წარმოქმნაში - ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას კარიესის წარმოქმნაში მონაწილე მჟავაწარმომქმნელი ბაქტერიების (Sreptococus Mutans) მიმართ - ხელს უშლის კბილის ნალექში არსებული ბაქტერიების მიერ შაქრის გადამუშავების და მჟავების გამოყოფის პროცესს ქსილიტოლი: ერთადერთი ნახშირწყალი საკვები შაქრის იდენტური გემოთი - სხვა დამატკბილებლებისგან განსხვავებით იცავს კბილებს კარიესისგან და მინერალების დეფიციტისგან - ეფექტურია კარიესით გამოწვეული ბზარების გამოსწორებისათვის - ასუფთავებს კბილებს ნალექისგან და აძლიერებს მინანქრის დაცვას - სხვა შაქრებისგან განსხვავებით არ იწვევს დუღილის რეაქციას და ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას
ჩვენება: უ კბილის ამოჭრის დაგვიანება უ კბილის კარიესი უ კბილის ემალის ჰიპერმგრძნობელობა უ თმის ცვენა და მტვრევადობა მიღების წესი და დოზირების მეთოდი: 2 კვ -2წლ: 1 გაფრქვევა დღეში (0.25 მგ F-) 2 - 4 წლ: 2 გაფრქვევა დღეში (0.5 მგ F-) 4 წლ - მოზრდილები: 4 გაფრქვევა დღეში (1 მგ F-) მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას წყვეტს მკურნალი ექიმი.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტის მიმართ
შენახვის პირობები და ვადები: პრეპარატი ინახება 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე.