პროლიპიდი® გამოიყენება სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმების) შესამცირებლად, ნორმალური კვების რეჟიმზე დამატების სახით. უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. აცეტილსალიცილმჟავას მიმართ მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებში. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას: ზოგადი
პროლიპიდის® მიღებამდე უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ სისხლდენის მაღალი რისკი, როგორიცაა ჰემოფილია ან თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის კოაგულაციაზე. არსებობს მტკიცებულებები, რომ თევზის ქონის შემცველმა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიონ ბრონქოსპაზმი აცეტილსალიცილმჟავას მიმართ მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებში. დღეში 5 გ-ზე მეტი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არაინსულინური დიაბეტის მქონე პაციენტებში გლუკოზის კონტროლის ოდნავ გაუარესება. სიფრთხილით გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში. დოზირება:
დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები, თუ როდის და როგორ უნდა მიიღოთ პროლიპიდი®.
გთხოვთ წაიკითხოთ შეფუთვაზე მოცემული ტექსტი.
დამატებითი კითხვების შემთხევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მოზრდილებისათვის ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზები: ჰიპერტრიგლიცერიდემია. ხუთი კაფსულა დღეში ორჯერ ჭამის დროს.