სორპონი წვეთები თვალის 0.005% 2.5მლ ფლაკონი #1
სორპონი წვეთები თვალის 0.005% 2.5მლ ფლაკონი #1

სორპონი წვეთები თვალის 0.005% 2.5მლ ფლაკონი #1

რუმინეთი

რომფარმ კომპანი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Latanoprostum

შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიურ ნევთიერებას: ლატანოპროსტი 0,05 მგ.
ერთი წვეთი შეიცავს დაახლოებით 1,5 მიკროგრამ ლატანოპროსტს
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატის დოდეკაჰიდრატს, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატს, ნატრიუმის ქლორიდს, გასუფთავებულ წყალს.
აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება – პროსტაგლანდინის F2-ალფა სინთეზური ანალოგი.

გამოყენების წესი და დოზები
დოზირების რეჟიმი ზრდასრულებში (ხანდაზმულების ჩათვლით)
თითო წვეთი დაზიანებულ თვალში დღეში ერთხელ. ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა პრეპარატის საღამოს გამოყენების შემთხვევაში.
არ განახორციელოთ პრეპარატის ინსტილაცია 1 ჯერზე მეტად, ვინაიდან ნაჩვენებია, რომ უფრო ხშირი გამოყენება აქვეითებს ჰიპოტენზურ ეფექტს.
ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მკურნალობა გრძელდება ჩვეული სქემით.
როგორც ნებისმიერი თვალის წვეთების გამოყენებისას, პრეპარატის შესაძლო სისტემური ეფექტის დაქვეითების მიზნით, დაუყოვნებლივ, ყოველი წვეთის ინსტილაციის შემდეგ, 1 წუთის განმავლობაში უნდა დააწვეთ ქვედა საცრემლე წერტილს, რომელიც განთავსებულია თვალის ქვედა ქუთუთოს შიდა კუთხეში. ეს პროცედურა უნდა გაკეთდეს უშუალოდ ინსტილაციის შემდეგ.
ინსტილაციის წინ უნდა მოიხსნათ კონტაქტური ლინზები და ჩაისვათ ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ (იხ. აგრეთვე ნაწილი “განსაკუთრებული მითითებები”).
თუ ერთდროულად გამოიყენება თვალის რამდენიმე სამკურნალო ფორმა, მათი გამოყენება უნდა მოხდეს 5 წუთიანი ინტერვალით.

დოზირების რეჟიმი ბავშვებში
ბავშვებში ლატანოპროსტი გამოიყენება იმავე დოზით, რაც ზრდასრულებში. მონაცემები, პრეპარატის დღენაკლულ (გესტაციური ასაკი გვერდითი მოქმედებები:
უმრავლესობა არასასურველი რეაქციებისა, აღინიშნებოდა მხედველობის ორგანოს მხრივ. უსაფრთხოების ღია 5-წლიან კვლევაში 33% განუვითარდა ფერადი გარსის პიგმენტაცია (იხ. ნაწილი “განსაკუთრებული მითითებები”). სხვა არასასურველი რეაქციები მხედველობის ორგანოს მხრივ, როგორც წესი, ტრანზიტორულია და აღინიშნება უშუალოდ ინსტილაციის შემდეგ.
არასასურველი რეაქციების გრადაცია, გამოვლენის სიხშირით, ხორციელდებოდა შემდგნაირად: ძალიან ხშირად (>1/10); ხშირად (>1/100, <1/10), არც ისე ხშირად (>1/1000, <1/100), იშვიათად (>1/10000, <1/1000) და ძალიან იშვიათად (<1/10000). სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).
ინფექციები და ინვაზიები
სიხშირე უცნობია: ჰერპესული კერატიტი.
მხედველობის ორგანოს მხრივ.
ძალიან ხშირად: ფერადი გარსის ჰიპერმგრძნობელობა, კონიუქტივის ჰიპერემია, თვალის გაღიზიანება საშუალო ხარისხის დონემდე (წვის შეგრძნება, თვალში ქვიშის შეგრძნება, ქავილი, ჩხვლეტა და უცხო სხეულის შეგრძნება), წამწამების ცვლილება (სიგრძის, სისქის, რაოდენობისა და პიგმენტაციის მომატება).
ხშირად: ეპითელიუმის გარდამავალი წერტილოვანი ეროზიები (უპირატესად უსიმპტომო), ბლეფარიტი, ტკივილი თვალში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რომფარმ კომპანი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
ლატანოპროსტი
დოზა
0.005%
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
2.5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი