შემადგენლობა: მენოლითინის 1 კაფსულა აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: კრაზანას სტანდარტიზირებული მშრალი ექსტრაქტი 100 მგ, ველური დიოსკორეის ფესვების მშრალი ექსტრაქტი 75 მგ, სელის თესლის მშრალი ექსტრაქტი 25 მგ, ციმიციფუგას ფესვების მშრალი ექსტრაქტი 2.5 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატისა და სილიციუმის დიოქსიდის ანტიკომბოვალენტები, ცელულოზას მიკროკრისტალური შემავსებელი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.
ჩვენებები: მენოლითინი რეკომენდებულია საკვები დანამატის სახით, როგორც დამხმარე საშუალება: პრე და პოსტმენოპაუზური მდგომარეობის შემსუბუქებისთვის, რომლებსაც თან ახლავს დისკომფორტი მკერდის არეში, ღამის წამოხურებები, თავის ტკივილი, შფოთვა, გაღიზიანებადობა, განწყობის სწრაფი ცვლა, დეპრესია, ძილის დარღვევა და გაუარესება; ქალებში ჰორმონალური დარღვევების პრევენციის მიზნით.
დოზირება და მიღების წესი: 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში, 12 ჭიქა წყალთან ერთად.
უკუჩვენებები: შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
განსაკუთრებული მითითებები: დიეტური დანამატი ბავშვებში არ გამოიყენება.
გარეგნული სახე და შეფუთვა: ბლისტერზე 15 კაფსულა. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: პრეპარატი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ნესტისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.