ბეტამოქს პლიუსი სუსპენზია ორალური 457მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1
ბეტამოქს პლიუსი სუსპენზია ორალური 457მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1

ბეტამოქს პლიუსი სუსპენზია ორალური 457მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1

პორტუგალია

ლაბ. ატრალი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებებია ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. წყალში გახსნის შემდეგ, შიგნით სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 400 მგ ამოქსიცილინს (ტრიჰიდრატის ფორმით) და 57 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანის ფორმით). სხვა კომპონენტებია: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, ქსანტანის გუმფისი, ტუტი-ფრუტის ესენცია, ქარვის მჟავა, ასპარტამი (E 951) და საქაროზა.

ჩვენება: ბეტამოქს პლიუს 400 გამოიყენება ჩვილებსა და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: შუა ყურის ინფექციები და სინუსიტი; სასუნთქი გზების ინფექციები; საშარდე გზების ინფექციები; კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის დენტალური ინფექციები; ძვლებისა და სახსრების ინფექციები.

უკუჩვენება: არ მისცეთ ბეტამოქს პლიუს 400 თქვენს ბავშვს: თუ აქვს ალერგია ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ან ბეტამოქს პლიუს 400-ის სხვა კომპონენტის მიმართ; თუ ოდესმე ჰქონია ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე, როდესაც მიიღო რომელიმე ანტიბიოტიკი.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები: მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სანამ ამ მედიკამენტს თქვენს ბავშვს მისცემთ თუ: აქვს ინფექციური მონონუკლეოზი; მკურნალობორსულობა და ლაქტაცია: თუ ბავშვი რომელიც ღებულობს ბეტამოქს პლიუს 400-ს არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, გთხოვთ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაციები ბეტამოქს პლიუს 400-ის კომპონენტების შესახებ ბეტამოქს პლიუს 400 შეიცავს ასპარტამს (E951), რაც არის ფენილალანინის წყარო. ამას შეუძლია ზიანის მიყენება თუ ბავშვი დაიბადა ფენილკეტონურიის დაავადებით. ბეტამოქს პლიუს 400 შეიცავს საქაროზას. თუ თქვენი ექიმის მიერ ინფორმირებული ხართ რომ ბავშვს აქვს აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ამ მედიკამენტის მიცემამდე. შესაძლოა ზიანი მიაყენოს კბილებს.

მიღების წესი: გამოიყენეთ ბეტამოქს პლიუს 400 ყოველთვის ექმის მითითებების საფუძველზე. თუ გაგიჩნდათ კითხვები, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მოზრდილები და ბავშვები სხეულის მასით = 40 კგ ამ სუსპენზიის გამოყენება როგორც წესი არ არის რეკომენდირებული მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის რომელთა სხეულის მასა ტოლია ან აღემატება 40 კგ-ს. ბავშვები სხეულის მასით < 40 კგ-თქვენი ექიმი გირჩევთ ბეტამოქს პლიუს 400-ის მისაცემ დოზას თქვენი ჩვილისთვის ან ბავშვისთვის. შეფუთვა შეიცავს ამ მედიკამენტის დანიშნული დოზის გასაზომ საშუალებას (საზომი კოვზი ან პლასტმასის დოზირების შპრიცი). უნდა გამოიყენოთ იგი ჩვილისთვის ან ბავშვისთვის სწორი დოზის მისაცემად. ჩვეულებრივი დოზა-დღეში მიიღება ორად გადანაწილებული 25 მგ-3,6 მგ-დან 45 მგ-6,4 მგ-მდე დოზა, სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე. მაღალი დოზა - დღეში მიიღება ორად გადანაწილებული 70 მგ-10 მგ-მდე დოზა, სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე. თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები: თუ თქვენს ბავშვს აქვს თირკმელების პრობლემა, დოზა შესაძლებელია შესამცირებელი იყოს. ექიმმა შესაძლოა აირჩიოს განსხვავებული დოზა ან სხვა მედიკამენტი. თუ თქვენს ბავშვს აქვს ღვიძლის პრობლემები, შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ხშირი ანალიზები რათა შემოწმდეს ღვიძლის ფუნქციონირება.
როგორ მიიღება ბეტამოქს პლიუს 400: ყოველი დოზის მიღებამდე ბოთლი აანჯღრიეთ. მიეცით კვების დასაწყისში ან ცოტათი უფრო ადრე. გაყავით დოზები ერთნაირად დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათის შუალედით თითო მიღებას შორის. არ მისცეთ ორი დოზა ერთ საათში. არ მისცეთ ბეტამოქს პლიუს 400 ბავშვს 2 კვირაზე მეტ ხანს. თუ თქვენი ბავშვი თავს ისევ ავად იგრძნობს, ხელახლა უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. გამოყენებამდე, სუსპენზია უნდა იქნას მომზადებული ბოთლში მოთავსებული ფხვნილისგან და შემდეგი ინსტრუქციების საფუძველზე: შიგნით მისაღები სუსპენზიის მომზადება: აანჯღრიეთ ბოთლი ფხვნილი რომ განცალკევდეს. დაამატეთ ცოტა წყალი და აანჯღრიეთ. დაუმატეთ მეტი წყალი ეტიკეტზე არსებულ ნიშნამდე და აანჯღრიეთ. ყოველი დოზის მიღებამდე ბოთლი აანჯღრიეთ. გამოიყენეთ შეფუთვაში არსებული საზომი საშუალება, დოზის მკაცრად განსაზღვრისთვის. არ გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო კოვზები, რადგანაც არ იძლევიან დოზის მკაცრი გაზომვის შესაძლებლობას. შესაძლოა აუცილებელი იყოს საზომი საშუალების ბევრჯერ გავსება, რათა მოხდეს სრული დანიშნული დოზის მიღება.შენახვის წესი: შეინახეთ 25C -ზე დაბალ ტემპერატურაზე
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ატრალი
ქვეყანა
პორტუგალია
ჯენერიკი
ამოქსიცილინი+კლავულანი
დოზა
457მგ/5მლ
ფორმა
სუსპენზია ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
100მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი