ჩვენებები: აირების დაგროვება ნაწლავებში, აეროფაგია, კუჭ-ნაწლავის სპაზმი, ბოყინი, სლოკინი, სანაღვლე გზების სპაზმი და დისკინეზია, საკვების უკან ამოსვლა.
დოზირება და მიღების წესი: 6 თვემდე ბავშვები: 0,5 მლ 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე. 6-დან 12 თვემდე: 0,75 მლ 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე. ბავშვები 1 წლის ასაკიდან: 1 მლ 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია დაბადების პირველივე დღეებიდან. არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, საღებავებს, არომატიზატორებს. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კამის ზეთი თრგუნავს ზოგიერთი ბაქტერიის ზრდა-გამრავლებას, რის გამოც ეფექტურია ასევე ინფექციური წარმოშობის ფაღარათის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.