ამრადიპინი ტაბლეტი 4მგ+10მგ #30

ამრადიპინი ტაბლეტი 4მგ+10მგ #30

საქართველო

ჯი-ემ-პი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ამრადიპინის (4მგ-10მგ) ერთი ტაბლეტი შეიცავს 3.339მგ პერინდოპრილს, რომელიც შეესაბამება 4მგ პერინდოპრილის ერბუმინს და 13.870მგ ამლოდიპინის ბესილატს, რომელიც შეესაბამება 10მგ ამლოდიპინს. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.

ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულ თერაპიას საჭიროებენ); გულის იშემიური დაავადება: სტაბილური დაძაბვის სტენოკარდია პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ პერინდოპრილითა და ამლოდიპინით თერაპია.

უკუჩვენება: პერინდოპრილისადმი მომატებული მგრძნობელობა; ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპების არსებობა (მათ შორის ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი); მემკვიდრული-იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება; გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური ა-წ ნაკლები 90მმ.ვცხ.სვ.); მარცხენა პარკუჭის გამოსავალი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგ.: აორტის სტენოზი); არასტაბილური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდიის გარდა); ამლოდიპინის ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულებისადმი მომატებული მგრძნობელობა; თირკმელების უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 60მლ-წთ); ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები (ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე მონაცემების არარსებობის გამო); პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
სიფრთხილით ინიშნება თირკმელების არტერიის სტენოზის, ღვიძლის უკმარისობის, თირკმელების უკმარისობის, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების (მათ შორის სკლეროდერმია, სისტემური წითელი მგლურა), იმუნოდეპრესანტებით, ალოპურინოლით, პროკაინამიდით თერაპიის დროს, ასევე-საერთო მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების, ათეროსკლეროზის, ცერებროვასკულარული დაავადებების, რენოვასკულარული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, ქრონიკული გულის უკმარისობის, კალიუმის პრეპარატების ან კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების მიღების, ჰიპერკალიემიის, ქირურგიული ჩარევებისას ანესთეზიის დროს, ასაკოვან პაციენტებში, აორტის სტენოზის, მიტრალური სტენოზის, ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათიის დროს.ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ 1 ტაბლეტი, უპირატესად დილით, ჭამამდე. ამრადიპინის დოზის შერჩევა ხდება მისი კომპონენტების (პერინდოპრილის და ამლოდიპინის), ადრე ჩატარებული, დოზის ტიტრაციის შედეგების მიხედვით.
ამრადიპინის დოზის შეცვლა შესაძლებელია მისი ცალკეული კომპონენტების, ინდივიდუალურად შერჩეული დოზის მიხედვით: პერინდოპრილი-ამლოდიპინი- 4მგ-5მგ; 4მგ-10მგ; 8მგ-5მგ; 8მგ-10მგ.
ამრადიპინის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 8მგ-10მგ, რომლის გადაჭარბებაც არ არის რეკომენდებული.
ასაკოვან პაციენტებში და პაციენტებში თირკმელების უკმარისობით, პერინდოპრილის ორგანიზმიდან გამოდევნა შენელებულია, ამიტომ აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში აუცილებელია სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციისა და კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი. ამრადიპინი ინიშნება პაციენტებში, როცა კრეატინინის კლირენსი =60მლ-წთ და უკუნაჩვენებია, როცა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 60მლ-წთ. აღნიშნული პაციენტები მოითხოვენ პერინდოპრილის და ამლოდიპინის დოზის ინდივიდუალურ შერჩევას.
ამრადიპინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, რადგან არ არსებობს რეკომენდაციები ამ ჯგუფის პაციენტებისთვის.
ამრადიპინი არ ინიშნება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, პრეპარატის კომპონენტების შესახებ ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონაცემების არარსებობის გამო.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ერითროციტოპენია, ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია-ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის ცვლილება.
ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია; მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში. გულისცემის შეგრძნება, სახის არეში სისხლის მოწოლის შეგრძნება, არტერიული წნევის დაქვეითება; ქოშინი, მშრალი ხველა; პერიფერიული შეშუპება, ასთენია, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდში, სისუსტე; მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, გემოს შეგრძნების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, პირის სიმშრალე; იშვიათად- ოფლდენის გაძლიერება, ალოპეცია, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი; იშვიათად-ჭინჭრის ციება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჯი-ემ-პი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
პერინდოპრილი+ამლოდიპინი
დოზა
4მგ+10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი