პოსტინორი ტაბლეტი 0.75მგ #2

პოსტინორი ტაბლეტი 0.75მგ #2

უნგრეთი

გედეონ რიხტერი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - levonorgestrel
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → საშუალებები კონტრაცეპციისათვის → შიდასაშვილოსნო კონტრაცეპტივები
ხარისხობრივი და რადენობრივი შემადგენლობა
0,75მგ ლევონრგესტრელი 1 ტაბლეტში
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი: იხ. პარაგრაფი 6.1

სამკურნალწამლო ფორმა
ტაბლეტები.
მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები, თითქმის თეთრი ფერის, ნაპრალით, მარკირებით “INOR” ერთ მხარეს.

კლინიკური თვისებები
მიღების ჩვენება
გადაუდებელი კონტრაცეფცია 72 საათის განმავლობაში, დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ ან იმ შემთხვევაში, თუ კონტრაცეფციის გამოყენებული მეთოდი იყო არასაიმედო. პოსტინორის ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის ახალგაზრდა, 16 წლამდე ასაკის ქალებში ექიმის კონსულტაციის გარეშე.

გამოყენების მეთოდი და დოზები
პერორალური მიღებისას აუცილებელია ორი ტაბლეტის გამოყენება.
მაქსიმალური ეფექტის მიღება შეიძლება, თუ პირველი ტაბლეტის გამოყენება ხდება შესაძლებლობისთანავე (არაუმეტეს 72 საათის შემდეგ) დაუცველი სქესობრივი აქტიდან. მეორე ტაბლეტის მიღება საჭიროა 12 საათის შემდეგ (არაუგვიანეს 16 საათისა) პირველი ტაბლების მიღებიდან (მონაცემები ეფექტურბაზე იხ. პარაგრაფი 5.1).
თუ ნებისმიერი ტაბლეტის მიღებიდან 3 საათის განმავლობაში ვითარდება ღებინება, მაშინვე უნდა მიიღონ მეორე ტაბლეტი. პოსტინორის გამყენება შეიძლება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერი ფაზაში მენსტრუალური სისხლდენის გადაცდენის გარდა.
გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია ადგილობრივი ბარიერული მეთოდი (პრეზერვატივი, ცერვიკალური დიაფრაგმა) შემდეგი მენსტრუაციის დაწყებამდე. პოსტინორის გამოყენება არ წარმოადგენს უკუჩვენებას რეგულარული ჰორმონალური კონტრაცეფციის გაგრძელებისთვის. პოსტინორის ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის ახალგაზრდა, 16 წლამდე ასაკის ქალებში ექიმის კონსულტაციის გარეშე.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთირების (ლევონორგესტრელი) ან ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გედეონ რიხტერი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
ლევონორგესტრელი
დოზა
0.75მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
2
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი