ვიტამინი A კაფსულა 25000ერთ #24

ვიტამინი A კაფსულა 25000ერთ #24

ეგვიპტე

ფარკო ფარმაცეუტიკალსი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: retinol (vit A);

ჩვენებები: A-ავიტამინოზი და A-ჰიპოვიტამინოზი, თვალების დაავადებები (პიგმენტური რეტინიტი, ქსეროფტალმია, ჰემერალოპია, ზედაპირული კერატიტი, რქოვანას დაზიანება, კონიუქტივიტი, პიოდერმია და ქუთუთოების ეგზემატოზური დაზიანება), კომპლექსურ თერაპიაში: რაქიტი; მწვავე რესპირატორული დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს ექსუდაციური დიათეზის ფონზე; მწვავე და ქრონიკული ბრონქულ-ფილტვების დაავადებები; ჰიპოტროფია; კოლაგენეზები; კანის პათოლოგიური პროცესები (მოყინვა, დამწვრობები, ჭრილობები, იქთიოზი, ფოლიკულარული დისკერატოზი, მოხუცებულობის კერატოზი, კანის ტუბერკულოზი, ეგზემის ზოგიერთი ფორმა, ფსორიაზი); ნაწლავების ანთებითი და წყლულოვან-ეროზიული დაზიანებებისას; ღვიძლის ციროზი; ქრონიკული გასტრიტები; საშარდე გზებში კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტი, გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქრონიკული პანკრეატიტი, ჰიპერვიტამინოზი A, რეტინოიდების ჭარბი დოზირება, ჰიპერლიპიდემია, სიმსუქნე, ქრონიკული ალკოჰოლიზმი.

გამოყენების თავისებურებები: პრეპარატი მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. რეტინოლის აცეტატის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია ბიოქიმიური მაჩვენებლების და სისხლის შედედების დროის გაკონტროლება. ქათმის სიბრმავის მკურნალობისას რეტინოლის აცეტატი უნდა გამოყენებულ იქნეს რიბოფლავინთან, ნიკოტინის მჟავასთან ერთად. სიფრთხილით უნდა გამოყენებულ იქნეს ჰეპატობილიარული სისტემის მძიმე დარღვევებისას, დაავადებებისას, რომლებსაც თან სდევს სისხლის შედედების დარღვევა. პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის ტეტრაციკლინებით ხანგრძლივი თერაპიის დროს. რეტინოლის მიღება უნდა მოხდეს ქოლესტირამინის მიღებამდე 1 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ. პრეპარატისთვის დამახასიათებელია დაგროვება და ხანგრძლივად არსებობა ორგანიზმში. ქალებისთვის, რომლებიც ღებულობდნენ რეტინოლის მაღალ დოზებს, შესაძლებელია ორსულობის დაგეგმვა არაუადრეს 6-12 თვისა. ეს იმას უკავშირდება, რომ ამ დროის განმავლობაში არსებობს ნაყოფის არასწორი განვითარების რისკი A ვიტამინის მაღალი შემცველობის ზემოქმედებით ორგანიზმში. A ვიტამინის ნორმალური შეწოვისთვის აუცილებელ პირობას ცხიმების არსებობა საკვებში წარმოადგენს. ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება არღვევს პრეპარატის შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.
სამკურნალწამლო საშუალება შეიცავს სოიოს ზეთს. თუ პაციენტს აქვს ალერგია მიწის თხილსა ან სოიოზე, არ უნდა მიიღოს აღნიშნული სამკურნალწამლო საშუალება.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში: აღნიშნული სამკურნალო ფორმით A ვიტამინის მაღალი დოზის გამო პრეპარატი უკუნაჩვენებია შიგნით მისაღებად ორსულობისა ან ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზები: რეტინოლის აცეტატი ინიშნება შიგნით ჭამიდან 10-15 წუთის შემდეგ.

შენახვის წესი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.



გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარკო ფარმაცეუტიკალსი
ქვეყანა
ეგვიპტე
ჯენერიკი
რეტინოლი
დოზა
25000ერთ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
24
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი