ადიფლოქსი ტაბლეტი 500მგ #7

ადიფლოქსი ტაბლეტი 500მგ #7

ბულგარეთი

ადიფარმი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება-ლევოფლოქსაცინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500მგ ლევოფლოქსაცინს.ჩვენება: სინუსების ინფექციები; ფილტვების, სასუნთქი გზების ინფექციები და პნევმონია; საშარდე გზების ინფექციები, შარდის ბუშტისა და თირკმელების ჩათვლით; პროსტატის ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ლევოფლოქსაცინის ან ამ პრეპატატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, ან თუ არის ალერგიული სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკის მიმართ (ოფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი);
ადიფლოქსის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად: ადიფლოქსის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან საკვების მიღებებს შორის. ალკოჰოლი არ მიიღება ადიფლოქსით მკურნალობის განმავლობაში.

ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღება ადიფლოქსი თუ პაციენტი არის ორსულად ან ცდილობს დაორსულებას ან ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს ორსულად. არ მდოზირება: მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტის ადიფლოქსის ზუსტ დოზას; დოზა განისაზღვრება ინფექციის ადგილისა და ტიპის მიხედვით; მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სირთულეზე; თუ პაციენტს აქვს შთაბეჭდილება, რომ ამ პრეპარატის მოქმედება ძალიან სუსტი ან ზედმეტად ძლიერია, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, და არ უნდა შეცვალონ დოზა თვითნებურად.
მოზრდილები და მოხუცები: სინუსის მწვავე ინფექცია-500მგ დღეში ერთხელ; ფილტვების ინფექცია სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემების მქონე ადამიანებში-500მგ დღეში ერთჯერ; პნევმონია-500მგ დღეში ერთჯერ ან ორჯერ დღეში; საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტისა და თირკმელების ჩათვლით-250მგ ან 500მგ დღეში; პროსტატის ინფექცია-500მგ ერთჯერ დღეში; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები-500მგ დღეში ერთჯერ ან ორჯერ დღეში; მოზრდილები და მოხუცები თირკმელების დისფუნქციით: რადგანაც ადიფლოქსი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, შეიძლება ექიმს დასჭირდეს პაციენტისათვის უფრო დაბალი დოზის მოცემა. პაციენტმა უნდა დაიცვას მკურნალ ექიმის ინსტრუქციები.ბავშვები და მოზარდები:
ადიფლოქსი არ უნდა დაინიშნოს ბავშვებსა და მოზარდებში.პრეპარატის გარეგნული სახე და შეფუთვა: ადიფლოქსი არის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შიგნით ანუ პერორალურად მისაღები. მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნარინჯისფერი. 7 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეფუთულია პვდქ-ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 1 ბლისტერი შეფუთულია ერთად მუყაოს კოლოფში, პაციენტის საინფორმაციო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი: „ადიფარმ ეად“ (ADIPHARM EAD), ბულგარეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ადიფარმი
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
ლევოფლოქსაცინი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
7
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი