ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივად გამაღიზიანებელი მცენარეული წარმოშობის საშუალება.
ჩვენებები: ბალზამი ნაჩვენებია სიმპტომური პრეპარატის სახით მწვავე სასუნთქი გზების დაავადებების, გრიპის, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, რინიტის და მწერების ნაკბენის კომპლექსური მკურნალობის დროს.
დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია გარეგანი გამოყენებისთვის. თავის ტკივილისა და თავბრუსხვევის დროს ბალზამი შეიზილება კანში საფეთქლისა და კეფის არეში. რინიტებისა და მწვავე სასუნთქი გზების დაავადებების დროს - ცხვირის ნესტოების კანზე და საფეთქლის მიდამოში. მწერების ნაკბენის შემთხვევაში ბალზამი გამოიყენება ნაკბენის ადგილას.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. კანის საფარველის დაზიანება, კანის დაავადებების არსებობა იმ უბნებზე, სადაც გამოყენებული უნდა იქნას პრეპარატი. 2 წლამდე ასაკის ბავშვები. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: არ არის აღწერილი.
განსაკუთრებული მითითებები: თავიდან უნდა იქნას აცილებული ბალზამის მოხვედრა თვალში, ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვან გარსებსა და დაზიანებული კანის უბნებზე. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ჭარბი დოზირება: აქამდე არ გამოვლენილა ჭარბი დოზირების შემთხვევები.
ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გარეგნული სახე და შეფუთვა: მოყავისფრო-ყვითელი ფერის ბალზამი ეთერზეთების სუნით თუნუქის 4გ ქილაში. თითოეული ქილა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.