აქვადეტრიმი ვიტამინი დ3 წვეთები ორალური 15000სე/1მლ 10მლ ფლაკონი #1
აქვადეტრიმი ვიტამინი დ3 წვეთები ორალური 15000სე/1მლ 10მლ ფლაკონი #1

აქვადეტრიმი ვიტამინი დ3 წვეთები ორალური 15000სე/1მლ 10მლ ფლაკონი #1

პოლონეთი

პოლფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
1 მლ ხსნარი (დაახლოებით 30 წვეთამდე) შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ქოლეკალციფეროლი – 15 000 სე
დამხმარე ნივთიერებები:
კრემოფორი EL, საქაროზა (250 მგ), ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ლიმონმჟავა, ანისულის არომატიზატორი, ბენზილის სპირტი (15მგ), გასუფთავებული წყალი.ჩვენებები
ვიტამინ D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
რაქიტის, ჰიპოკლაციემური ტეტანიის, ოსტეომალაციის და მეტაბოლური პროცესების დარღვევით მიმდინარე ძვლის დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (როგორიცაა ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათეოზი), ვიტამინ D-ს შეწოვის პროცესის შემცირებით გამოწვეული მდგომარეოებების პროფილაქტიკა.
როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება ოსტეოპორზის მკურნალობის დროს.

მიღების წესები და დოზები
პერორალურად პრეპარატს იღებენ კოვზის საშუალებით.
1 წვეთი შეიცავს დაახლოებით 500 სე ვიტამინ D3-ს.
პრეპარატის დოზის ზუსტად განსაზღვრის მიზნით, საჭიროა ბოთლის დაჭერა 45o კუთხით.
იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი გამოწერილი არ არის ექიმის მიერ:
პროფილაქტიკური მიზნით ინიშნება:
-3-4 კვირის ახალშობილებში, 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში კარგი მოვლის პირობებში და სუფთა ჰაერზე საკმარისი რაოდენობით ყოფნის დროს: 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში;
-დღენაკლულ ბავშვებში, 7-10 დღის, ტყუპებში, ცუდ საცხოვრებელ პირობებში მყოფ ჩვილ ბავშვებში – 100-1500 სე (2-3 წვეთი) დღე-ღამეში; მზიანი ზაფხულის დროს დოზა შეიძლება შემცირდეს 500 სე-მდე (1 წვეთი) დღე-ღამეში.
-ორსულ ქალებში ყოველდღიური დოზა: 400 სე ვიტამინი D ორსულობის 28-ე დღიდან.
-მოზრდილებში: 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში.
თერაპიული მიზნით ინიშნება:
-ყოველდღიურად 2000-5000 სე (4-10 წვეთი) 4-6 კვირის განმავლობაში, ავადმყოფის მდგომარეობის გულმოდგინე კონტოლისა და შარდის პერიოდული გამოკვლევის პირობებში. მკურნალობას იწყებენ დოზით 2000 სე 3-5 დღის განმავლობაში, შემდგომში კარგი ტოლერანტობის შემთხვევაში, დოზას ზრდიან ინდივიდუალურ სამკურნალო დოზამდე (ხშირად 3000 სე). 5000 სე დოზით პრეპარატის დანიშვნა ხდება მხოლოდ ძვლების მკვეთრად გამოხატული დაზიანების დროს.
საჭიროებისდა მიხედვით, ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, შესაძლებელია მკურნალობის კურსის გამეორება.
მკურნალობა გრძელდება მყარი თერაპიული ეფექტის მიღწევამდე, შემდგომში პრეპარატის პროფილაქტიკურ დოზაზე – 500-1500 სე დღე-ღამეში გადასვლით.უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრადიენტების, განსაკუთრებით ბენზილის სპირტის მიმართ;
ჰიპერვიტამინოზი D;
კალციუმის დონის მომატება სისხლში და შარდში;
შარდკენჭოვანი დაავადება;
სარკოიდოზი;
თირკმლის უკმარისობა.
ვიტამინ A-სა და ვიტამინ D-ს შემცველი სხვა პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა სადღეღამისო დოზის საგულდაგულოდ შერჩევა, რათა თავიდან ავიცილოთ ჰიპერდოზირების სიმპტომები.
პრეპარატისა და ვიტამინ A-სა და ვიტამინ D-ს შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. 4 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან, მოსალოდნელია, მასში შემავალი ბენზილის სპირტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში ვიტამინ D3-ის მიღება მაღალ დოზებში ნებადართული არ არის პრეპარატის ჰიპერდოზებით გამოწვეული ტერატორგენული ეფექტის შესაძლო განვითარების გამო.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში. ამ დროს შესაძლებელია მისი ჰიპერდოზირებით გამოწვეული სიმპტომების განვითარება ბავშვებში.შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისგან დაცულ ადგილას, 5-15 oC ტემპერატურაზე.
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პოლფარმა
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
დოზა
15000სე/1მლ
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი