ატენორიკი ტაბლეტი 100მგ+25მგ #20

ატენორიკი ტაბლეტი 100მგ+25მგ #20

საქართველო

ჯი-ემ-პი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
ატენორიკის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების _ ატენოლოლის 100 მგ-სა და ქლორტალიდონის 25 მგ-ს.ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია;
-დაძაბვის სტენოკარდია (ხანგრძლივი მკურნალობისთვის).

მიღების წესები და დოზები
არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 1/2 ტაბლეტს დღეში ერთხელ, არაეფექტურობისას - 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. დოზის შემდგომი გაზრდა უმრავლეს შემთხვევაში აღარ იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას. დასაშვებია პაციენტის გადაყვანა სხვა ჰიპოტენზიური საშუალებებიდან უშუალოდ ატენორიკზე, გარდა კლონიდინისა. თირკმლების გამომყოფი ფუნქციის დარღვევის მქონე ასაკოვან პაციენტებში ატენორიკის დოზა უნდა შეირჩეს კრეატინინის კლირენსის (კკ) გათვალისწინებით. კკ 15-35 მლ/წთ - 1/2 ტაბ/დღეში ან 1 ტაბლეტი დღეგამოშვებით. კკ ნაკლები 15 მლ/წთ - 1/2 ტაბლეტი დღეგამოშვებით. პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ ჭამის წინ მცირეოდენ სითხესთან ერთად, სასურველია დილით.უკუჩვენება
გულის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა II, III ხ., ბრადიკარდია, ლაბილური მიმ დინარეობის ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (I ტიპის), სინოაურიკულური ბლოკადა, ბრონქული ასთმა, ჰიპოკალიემია, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ბავშვთა ასაკი, პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.უკუჩვენება
გულის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა II, III ხ., ბრადიკარდია, ლაბილური მიმ დინარეობის ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (I ტიპის), სინოაურიკულური ბლოკადა, ბრონქული ასთმა, ჰიპოკალიემია, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ბავშვთა ასაკი, პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელ მიუწვდომელ ადგილზე!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჯი-ემ-პი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ატენოლოლი+ქლორტალიდონი
დოზა
100მგ+25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი