ლიზობაქტი კომპლეტი სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1
ლიზობაქტი კომპლეტი სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1

ლიზობაქტი კომპლეტი სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1

ბოსნია და ჰერცეგოვინა

ბოსნალიჯეკი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Lysozyme+Cetylpiridonium+Lidocaine
სამედიცინო პროდუქტის სავაჭრო დასახელება: ლიზობაქტი კომპლეტი, სპრეი
საერთაშორისო ან ჯგუფის დასახელება: ლიზოციმის ჰიდროქლორიდი + ცეტილპირიდინიუმ ქლორიდი + ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.
ფარმაცევტული ფორმა: სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა: 1 მლ სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები:
ლიზოციმის ჰიდროქლორიდი - 20.0 მგ (შეესაბამება 800,000 FIP-ის [საერთაშორისო ფარმაცევტული ფედერაცია ერთეულები])
ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი - 1.50 მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - 0.50 მგ
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი 85%, პროპილენ გლიკოლი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პიტნის არომატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, წყალი.

შესახედაობა: უფერო ან ღია მოყვითალო შეფერილობის ხსნარი პიტნის არომატით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკები.
თერაპიული ჩვენებები
პირის ღრუს და ხახის ინფექციური და ანთებითი დაავადებები:
• პირის ღრუს და ყელის ლორწოვანის მწვავე ანთებითი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა, როგორიცაა გინგივიტი (ღრძილების დააავადება), სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთება) და აფთები (პირის ლორწოვანზე მცირე ზომის წყლულების არსებობა).
• ყელის ტკივილის და ყლაპვის გაძნელების, ხახის და ხორხის ანთების დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
• ტონზილექტომიის, ხორხზე ქირურგიული ჩარევის, წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ტრავმის და აბსცესის დროს და კბილის ამოღების შემდეგ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ქათმის კვერცხის ცილის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
6 წლამდე ასაკის ბავშვები.
მიღების წესი და დოზირება
რეკომენდირებულია რომ ფლაკონი გამოიყენოს მხოლოდ ერთმა პაციენტმა.
პირველადი გამოყენების წინ პლასტიკური დამცავი უნდა მოიხსნას დოზატორისგან.
ამის შემდეგ დისპენსერი უნდა დაუმაგრდეს დოზატორს მსუბუქი ზეწოლით.
დისპენსერის გადაადგილება შეიძლება გვერდით, რომელიც იძლევა სპრეის ადექვატური გადანაწილების საშუალებას მთელ პირის ღრუს ლორწოვანზე.
დისპენსერი უნდა აიწიოს ფლაკონის მიმართ სწორი კუთხით.
პირველად სპრეის გამოყენებამდე საჭიროა გამააქტივებელზე რამოდენიმეჯერ ზეწოლა, რათა მოხდეს გამოფრქვეული სითხის ერთ დონეზე შენარჩუნება.
პაციენტმა პირი უნდა გააღოს ფართედ, მიმართოს დისპენსერი დაზიანებული ადგილის მიმართულებით და დააჭიროს რამდენჯერმე გამააქტივებელს რეკომენდირებული დოზის შესაბამისად.
პაციენტმა უნდა შეძლოს სუნთქვის შეკავება პროდუქტის შესხურების პერიოდში. არ უნდა მოხდეს პროდუქტის გადაყლაპვა.
პროდუქტის გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს დისპენსერის დახრა, რაც შედეგად იწვევს მის დაბლოკვა რომ არ მოხდეს გაფრქვევა.
დოზირება
მოზრდილები და 6 წლის ასაკიდან ბავშვები
ერთჯერადი დოზის მისაღწევად უნდა მოხდეს აქტივატორზე ხუთჯერ ზეწოლა. პროცედურა შეიძლება განმეორდეს 3-6-ჯერ დღეში სულ მცირე 2 საათიანი ინტერვალებით.
ერთჯერადი აქტივაციის შედეგად გამოთავისუფლდება 0.20 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 4 მგ ლიზოციმს, 0.3 მგ ცეტილპირიდინიუმს და 0.1 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.

ბავშვები 6 წლამდე: ლიზობაქტი კომპლეტი სპრეი არ არის 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.
გამოყენების ხანგრძლივობა
თერაპიული ჩვენებებიდან გამომდინარე 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობით გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბოსნალიჯეკი
ქვეყანა
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ჯენერიკი
ლიზოციმი+ცეტილპირიდინიმი+ლიდოკაინი
ფორმა
სპრეი ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი