ჩვენებები: გამოიყენება ათეროთრომბოზული დაავადებების პროფილაქტიკისათვის მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებდნენ კლოპიდოგრელს და ასმ-ს. კო-პლავიქსი წარმოადგენს ფიქსირებული დოზის კომბინაციას, რომელიც გამოიყენება თერაპიის გასაგრძელებლად შემდეგ შემთხვევებში: - მწვავე კორონარული სინდრომის დროს, პაციენტებში შთ სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q-კბილის გარეშე), მათ შორის კანქვეშა კორონარული ჩარევის შემდგომ სტენტის ჩადგმისას. - მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, პაციენტებში შთ სეგმენტის ელევაციით, რომლებსაც უტარდებათ თრომბოლიზური თერაპიის შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა. გამოიყენება მოზრდილებში ათეროთრომბოზული და თრომბოემბოლიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის შემდეგ შემთხვევებში: წინაგულის ფიბრილაცია სისხლძარღვების დაავადების რისკის გაზრდისას წინაგულის ფიბრილაციის (წ/ფ) მქონე პაციენტებში, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ვიტამინ K-ანტაგონისტებით (ვკა) მკურნალობა, შეტევათა რაოდენობის შესამცირებლად ვკა-მა გამოავლინა უკეთესი კლინიკური შედეგი, ვიდრე ცალკე აცეტილსალიცილის მჟავამ (ასმ) ან კლოპიდოგრელისა და ასმ-ს კომბინაციამ.
დოზირების რეჟიმი: ინიშნება ერთჯერადად დოზით 75 მგ/100 მგ დღეში. მიღება ხდება საკვებთან ერთად ან კვების შემდეგ.
უკუჩვენებები : - ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური კომპონენტების ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ; - ღვიძლის მძიმე დარღვევა; - აქტიური პათოლოგიური სისხლდენა, როგორიცაა პეპტიური წყლული ან ქალაშიდა სისხლჩაქცევა. პრეპარატის შემადგენლობაში ასმ-ს არსებობის გამო, მისი გამოყენება ასევე უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: - ჰიპერმგრძნობელობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ და ასთმის სინდრომი, რინიტი და ცხვირის პოლიპები; - თირკმლის მძიმე უკმარისობა; - ორსულობის მესამე ტრიმესტრი. გამოყენება არ შეიძლება იმ პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაპის ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია. მოცემული სამედიცინო პროდუქტი ასევე შეიცავს ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭის აშლა და დიარეა.
შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.