კრილომაქსი მანგოს და ატმის არომატით სიროფი 150მლ ფლაკონი #1
კრილომაქსი მანგოს და ატმის არომატით სიროფი 150მლ ფლაკონი #1

კრილომაქსი მანგოს და ატმის არომატით სიროფი 150მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ვეფა ილაჩი
პროდუქტის შესახებ
სიროფი მანგოს არომატით 150 მლ
შემადგენლობა: სიროფის ყოველი 10 მლ. შეიცავს:

თევზის ქონი - 2350 მგ.,

ეიკოზაპენტანის მჟავა – 376 მგ.,

დოკოზაჰექსანის მჟავა -

235 მგ., საერთო ომეგა-3 – 705 მგ.



ჟელატინის რბილი კაფსულა №30

ერთი კაფსულის შემადგენლობა:

თევზის ქონი – 948 მგ.

ომეგა – 3 – 640 მგ.

ეიკოზაპენტაენის მჟავა – 340 მგ.

დოკოზაჰექსაენის მჟავა – 235 მგ.

კრილის ზეთი - 2 მგ.

ასტაქსანტინი – 0,11 მგ.





ფარმაკოლოგიური თვისებები: თევზის ქონი შეიცავს A და D ვიტამინებს და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას სტრესულ სიტუაციებში, აფერხებს დემენციის განვითარებას. EPA და DHA მიეკუთვნებიან პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელებიც შედიან ლიპიდების შემადგენლობაში. ისინი ხელს უწყობენ უჯრედის მემბრანების მობილობის, განვლადობისა და მთლიანობის შენარ- ჩუნებას. აუცილებელია ორსულებში ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ორგანოს განვითარებისათვის. DHA არეგულირებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას. საერთო ომეგა-3 ამცირებს ინსულინორეზისტენტობას და დიაბეტის განვითარების რისკს. აუცილებელია უჯრედის მემბრანის, მიტოქონდრიების, ნერვების მიელინის გარსისა და შემაერთებელი ქსოვილის წარმოსაქმნელად.



ფარმაკოლოგიური მოქმედება: ის მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია უჯრედის მემბრანის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მხედველობის, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ- სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის; ხელს უწყობს

ორგანიზმში ქოლესტერინსა და ტრიგლიცერიდებს შორის ბალანსის შენარჩუნებას.

ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. ის აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ და ინეტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას. ის უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. ის ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ინფექციური დაავადებებისადმი.



ჩვენებები:

მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ

დამხმარე თერაპია მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკისთვის მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ სხვა სტანდარტულ თერაპიაზე დამატებით (მაგ., სტატინები, ანტითრომბოციტული საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები).



ჰიპერტრიგლიცერიდემია

ენდოგენური ჰიპერტრიგლიცერიდემია, როგორც დამატება დიეტაზე, როდესაც დიეტური ღონისძიებები არასაკმარისად ეფექტურია:

- ტიპი IV მონოთერაპია

- ტიპი IIბ/III კომბინირებულ თერაპიაში სტატინებთან, ტრიგლიცერიდების დონის არასაკმარისი კონტროლის შემთხვევაში.



სიროფი მანგოს არომატით 150 მლ

დოზირება და მიღების წესი: 0-12 თვე: 2,5 მლ. 1_ჯერ დღეში; 1-7 წელი: 5 მლ. 1_ჯერ დღეში; 7-12 წელი: 10 მლ. 1-ჯერ დღეში; 12 წელი და ზევით: 10 მლ. 1-2_ჯერ დღეში. მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.



ჟელატინის რბილი კაფსულა №30

დოზირება და მიღების წესი: მიიღება 12 წლიდან ზევით, 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, ჭამის დროს ან შემდეგ, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.



გაცემის წესი: ფარმაცევტულიპროდუქტის ჯგუფი III, გაიცემარეცეპტისგარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვეფა ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
თევზის ქონი (ომეგა-3) /EPA+DHA/
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
150მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი