სანდოსტატინი ხსნარი საინექციო 100მკგ/1მლ ამპულა #5
სანდოსტატინი ხსნარი საინექციო 100მკგ/1მლ ამპულა #5
დროებით არ არის გაყიდვაში

სანდოსტატინი ხსნარი საინექციო 100მკგ/1მლ ამპულა #5

შვეიცარია

ნოვარტის ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - OCTREOTIDE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰორმონი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ შეფუთვაში 5 ც.
1 მლ
ოქტრეოტიდი
(თავისუფალი პეპტიდის სახით) ............ 50 მკგ
1 მლ
ოქტრეოტიდი
(თავისუფალი პეპტიდის სახით) ........... 100 მკგ
1 მლ
ოქტრეოტიდი
(თავისუფალი პეპტიდის სახით) .......... 500 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:
რძის მჟავა, მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, საინექციო წყალი.

ჩვენებები:
აკრომეგალია: დაავადების ძირითადი ნიშნების გამოვლინების კონტროლი და პლაზმაში ზრდის ჰორმონის და სომატომედინის C მაჩვენებლების შემცირება ქირურგიული მკურნალობის, სხივური თერაპიისა და დოპამინის აგონისტებით მკურნალობის შედეგად მიღებული არასაკმარისი ეფექტის დროს. სანდოსტატინი ენიშნებათ აგრეთვე აკრომეგალიით დაავადებულ იმ ავადმყოფებს, რომლებმაც უარი განაცხადეს ოპერაციაზე ან ოპერაციის მიმართ წინააღმდეგ ჩვენების შემთხვევაში, აგრეთვე მოკლევადიანი მკურნალობის მიზნით სხივური თერაპიის კურსებს შორის ინტერვალში მკურნალობის სრული ეფექტის მიღწევამდე;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ენდოკრინული სიმსივნეებით გამოწვეული სიმპტომების კონტროლი: კარცინოიდური სინდრომით მიმდინარე კარცინოიდური სიმსივნეები; ვიპომები; გლუკაგონომები; გასტრინომები; ზოლინგერ-ელისონის სინდრომი ძირითადად ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორებთან და ანტაციდებთან კომბინაციაში, ან ანტაციდების გარეშე; ინსულინომები (ოპერაციის წინა პერიოდში ჰიპოგლიკემიის კონტროლის, აგრეთვე შემანარჩუნებელი თერაპიის მიზნით); სომატოლიბერინომები (ზრდის ჰორმონის რილიზინგ-ფაქტორის ჰიპერპროდუქციით გამოწვეული სიმსივნეები). სანდოსტატინი არ წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატს და მისი გამოყენებით შეუძლებელია აღნიშნული კატეგორიის ავადმყოფების განკურნება;
შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში რეფრაქტერული დიარეის სიმპტომების კონტროლი;
კუჭქვეშა ჯირკვლის ოპერაციის შემდგომი გართულების პროფილაქტიკა;
ღვიძლის ციროზით დაავადებულ ავადმყოფებში საყლაპავის ვარიკოზული და გაფართოვებული ვენებიდან და კუჭიდან სისხლდენის შეჩერება და სისხლდენის რეციდივების პროფილაქტიკა. სანდოსტატინი გამოიყენება ისეთ სპეციფიკურ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, როგორიცაა ენდოსკოპიური მასკლეროზირებელი თერაპია.

მიღების წესები და დოზირება:
აკრომეგალიის დროს პრეპარატის პირველადი დოზა კანქვეშ ინექციის დროს შეადგენს 0.05-0.1 მგ-ს ან 8 ან 12 სთ-იანი ინტერვალით. შემდგომში დოზის შერჩევა ხდება სისხლში ზრდის ჰორმონის კონცენტრაციის ყოველთვიური კონტროლის, კლინიკური სიმპტომების ანალიზის და პრეპარატის ამტანიანობის შესაბამისად. ავადმყოფთა უმეტეს ნაწილში პრეპარატის ოპტიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 0.2-0.3 მგ-ს. პრეპარატის მიღება მაქსიმალურ დოზაზე მეტი რაოდენობით, რომელიც შეადგენს 1.5 მგ-ს, ნებადართული არ არის.
იმ შემთხვევაში, როდესაც სანდოსტატინით 3 თვიანი მკურნალობის შემდეგ არ აღინიშნება სისხლში ზრდის ჰორმონის მაჩვენებლების საკმაოდ დაქვეითება და დაავადების კლინიკური სურათის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და კუჭქვეშა ჯირკვლის ენდოკრინული სიმსივნეების დროს პრეპარატი შეყავთ კანქვეშ საწყისი დოზით 0.05 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში. შემდგომში მიღებული კლინიკური ეფექტის, სიმსივნის მიერ პროდუცირებულ ჰორმონებზე ზემოქმედების (კარცინოიდური სიმსივნეების დროს - 5-ჰიდროქსინდოლძმარმჟავას შარდთან ერთად გამოყოფის პროცესზე ზემოქმედება) და ამტანიანობის მიხედვით, შესაძლებელია პრეპარატის დოზის თანდათან გაზრდა 0.1-0.2 მგ-მდე 3-ჯერ დღე-ღამეში. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია პრეპარატის შედარებით დიდ დოზებში გამოყენება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნოვარტის ფარმა
ქვეყანა
შვეიცარია
ჯენერიკი
ოქტრეოტიდი
დოზა
100მკგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი