შემადგენლობა 1000მლ-ზე: აქტიური კომპონენტი: ალთეს ფესვების ექსტრაქტი (ალთეს ფესვების ექსტრაქტი მშრალი) (შეიცავს რედუქციურ მონოსაქარიდების ჯამს, გლუკოზის მხრივ – არანაკლებ 1,0%) – 25 გ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი, საქაროზა (თეთრი შაქარი), გამოხდილი წყალი. გამოყენების ჩვენება პრეპარატი ალთე სიროფი-აკოსი გამოიყენება მოზრდილებში და ნული წლის ასაკიდან ბავშვებში სასუნთქი გზების დაავადებების დროს, რომელსაც თან ახლავს ხველა ნახველის ძნელად გამოყოფით (ტრაქეიტი, ტრაქეობრონქიტი, ბრონქიტი).
უკუჩვენება: - მომატებული მგრძნობელობა ალთეს ფესვის ექსტრაქტის (ალთეს ფესვის მშრალი ექსტრაქტი) ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; - საქაროზა/იზომალტაზას დეფიციტი; - ფრუქტოზის აუტანლობა; - გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.
სიფრთხილით: შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა და დაბალნახშირწყლების დიეტაზე მყოფებმა ყოველთვის უნდა მიმართონ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში: ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება შესაძლებელია, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისა და ბავშვის პოტენციურ რისკს. უნდა მიმართოთ ექიმს.
გამოყნების მეთოდი და დოზირება: შიგნით. მოზრდილები - 1 სუფრის კოვზი სიროფი, ადრე განზავებული 1/2 ჭიქა თბილ წყალში, 4-5-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ბავშვები 12 წლამდე ბავშვები - 1 ჩაის კოვზი სიროფი, წინასწარ განზავებული 1/4 ჭიქა თბილ წყალში, 4-5-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზირების რეჟიმი არ განსხვავდება მოზრდილებისთვის დოზირების რეჟიმისგან. მკურნალობის ხანგრძლივობაა 10-15 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობისა და განმეორებითი კურსების გაზრდა შესაძლებელია ექიმთან შეთანხმებით.
გვერდითი მოქმედება: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. თუ თქვენ გაქვთ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, ან ისინი გაუარესდება, ან შეამჩნევთ სხვა გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს.
შენახვის პირობები: არაუმეტეს 25 ძС ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში (ფლაკონი კოლოფში). ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.