ჰექსოსეპტი-PH სანთელი ვაგინალური 16მგ #10
ჰექსოსეპტი-PH სანთელი ვაგინალური 16მგ #10

ჰექსოსეპტი-PH სანთელი ვაგინალური 16მგ #10

ბელარუსი

რუბიკონი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - chlorhexidine
სამკურნალო საშუალების
ფურცელი-ჩანართი
ჰექსოსეპტი-რნ
Hexosept-Ph
ინფორმაცია პაციენტებისთვის
სამკურნალო საშუალების დასახელება:
სავაჭრო დასახელება: ჰექსოსეპტი-რნ
საერთაშორისოარადაპატენტებულიდასახელება: ქლორჰექსიდინი
სამკურნალო ფორმა: ვაგინალური სანთლები.

ზოგადიდახასიათება:
ტორპედოსმაგვარი ფორმის, თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის სანთლები. დასაშვებიაარაერთგვაროვანიშეფერილობამარმარილოსებრიხასიათის და ძაბრისებრი ჩაღრმავებები. სიგრძივ ჭრილში და საშვებია ჰაეროვანი ღერძი.
შემადგენლობა ერთ სანთელზე:
აქტიური ნივათიერებები: ქლორჰექსინის დიგლუკონატი 16 მგ ქლორჰექსინის დიგლუკონატის 20%-ანი ხსნარის სახით;
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 1000 – 3,10გ-მდე.

ფარმაკოთერაპიული ფორმა:
სხვა ანტისეპტიკური საშულებები და ანტიმიკრობული პრეპარატები გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

მიღების ჩვენებები:
ბაქტერიული ვაგინოზის, კოლპიტების (მათ შორის არასპეციფიური, შერეული, ტრიქომონადული) სამკურნალოდ.
ინფექციურ-ანთებითი გართულებებისპ როფილაქტიკა მეანობასა და გინეკოლოგიაში (გინეკოლოგიური დაავადებების ოპერაციული მკურნალობის წინ, მშობიარობის და აბორტის წინ, საშვილოსნოსშიდა სპირალის (სშს) ჩადგმის წინ და შემდეგ, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციამდე და მისშემდეგ, საშვილოსნოსშიდა კვლევების წინ).
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის (ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, ტრიქომონიაზი, გონორეა, ათაშანგი, გენიტალიური ჰერპესი) პროფილაქტიკა – გამოიყენება სქესობრივი აქტის შემდეგ არაუგვიანეს 2 საათისა.
მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება ინტრავაგინალურად.
სამკურნალოდ: 1 ვაგინალური სუპოზიტორია 1-2-ჯერ დრეღამეში 7-10 დღის განმავლობაში.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის პროფილაქტიკისთვის: 1 ვაგინალური სანტელი დაუცველი სქესობრვი აქტის შემდგ არაუგვიანეს 2 საათისა.
თუ დაავადების სიმპტომები ნარჩუნდება 7 დღეზე მეტ ხანს, რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს.
პრეპარატი მიიღეთ მხოლოდ იმ მიღების წესის შესაბამისად და იმ დოზებით, რომლებიც მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში. აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
გვერდითიმოქმედება:
შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, საშოს ქავილი, რომელიც გაივლის პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
თუ ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მწვავდება ან აღინიშნება ნებისმიერი სხვა გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.

უკუჩვენებები:
მომატებულიმგრძნობელობა ქლორჰექსიდინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, 18 წლამდესაბავშვოასაკი.

ჭარბიდოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევები ცნობილი არ არის. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად მიღებისას ჭარბი დოზირება ნაკლებსავარაუდოა.
განსაკუთრებულიმითითებები და სიფრთხილისზომები:
პრეპარატი განკუთვნილია ინტრავაგინალური გამოყენებისთვის მხოლოდ მოზრდილი პაციენტებისთვის.
ალერგიული რეაქციის გამოვლენის ან პრეპარატის შეყვანის ადგილზე გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა.
ინფიცირების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სქესობრივი პარტნიორის ერთდოული მკურნალობა.
ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია თავი შეიკავოთ სქესობრივი კონტაქტისგან.
გარე სასქესო ორგანოების ჰიგიენა გავლენას არ ახდენს ვაგინალური სუპოზიტორიის ჰექსოსეპტი-რნ ეფექტურობასა და ამტანობაზე, პრეპარატი გამოიყენება ინტრავაგინალურად.
შესაძლებელია მენსტრუაციის დროს გამოყენება, რადგან პრეპარატი ინარჩუნებს აქტივობას, თუმცა, გარკვეულწილად სუსტდება სისხლის, ჩირქის ან სხვა ბიოლოგიური სითხეების არსებობისას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რუბიკონი
ქვეყანა
ბელარუსი
ჯენერიკი
ქლორჰექსიდინი
დოზა
16მგ
ფორმა
სანთელი ვაგინალური
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი