ჩვენებები: ქოლესტაზი, სანაღვლე გზების დისკინეზია; ახალშობილებში კონიუგაციური სიყვითლე; ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება; ქოლანგიტი, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი; ქრონიკული ენტერიტი და კოლიტი; ნაწლავების დისბიოზი, შებერილობა; ქოლესტერინის დონის მატება სისხლში; ასთენო-ნევროზული სინდრომი, გამოფიტვა, მადის დაკარგვა; ალერგიული რეაქცია და კანის ქრონიკული დაავადებები; ნებისმიერი დაავადება, რომლის დროსაც აუცილებელია ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სადეზინტოქსიკაციო ფუნქციის გააქტიურება.
დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებისა და 12 წლის ზევით ბავშვებისთვის - 1 აბი; 0-დან 1 წლამდე ბავშვები - მეოთხედი აბი; 1-დან 6 წლამდე - ნახევარი აბი; 6 წლიდან - სამი მეოთხედი აბი. პრეპარატი მიიღება ენის ქვეშ დღეში 3-ჯერ კვებამდე 15-20 წუთით ადრე ან კვებიდან 1 საათის შემდეგ. ტკივილების, შებერილობის დროს 1 აბი 15 წუთიანი ინტერვალით 2 საათის განმავლობაში, რომლის შემდეგაც გრძელდება ჩვეულებრივი დოზირება.
გვერდითი ეფექტები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის კანზე გამონაყარი და ცხელება, სისხლის შრატში ტრანსამინაზების და ბილირუბინის მომატება.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ორსულობა და ძუძუთი კვება.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 50ც აბი პლასტმასის კონტეინერში.