საერთაშორისო დასახელება - nystatine ფორმულა: ფუნისტატინის ფხვნილი პერორალური სუსპენზიისათვის ყოველ 1 მლ-ში შეიცავს ნისტატინის 100.000 ერთეულს; კონსერვანტის სახით; ნატრიუმის ბენზოატი, მეთილ პარაბენი, პროპილ პარაბენი, დამატკბობელის სახით: ნატრიუმის საქარინი, შაქარი, ბანანის არომატი და ალკოჰოლი.
ჩვენებები: ფუნისტატინის პერორალური სუსპენზია ნაჩვენებია პირის ღრუს, საყლაპავი მილისა და ნაწლავების კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. სუსპენზია ვაგინალური კანდიდოზის მქონე დედებისაგან დაბადებულ ახალშობილებში გამოიყენება პირის კანდიდოზის ეფექტური პროფილაქტიკისათვის.
უკუჩვენებები: ფუნისტატინის პერორალური სუსპენზია უკუნაჩვენებია პაციენტებში პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობით.
განსაკუთრებული მითითებანი ფუნისტატინის პერორალური სუსპენზია შეიცავს შაქარს. ფუნისტატინის პერორალური სუსპენზია არ გამოიყენება სისტემური მიკოზების მკურნალობისათვის. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა კატეგორია C. ნისტატინით ცხოველებზე რეპროდუქციული კვლევები არ ჩატარებულა. არ არის ცნობილი იწვევს თუ არა ნისტატინი მავნე ზეგავლენას ნაყოფზე ორსულებში გამოყენებისას. ნისტატინი ორსულობისას ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.
ლაქტაცია: მიუხედავად იმისა, რომ კუჭ-ნაწლავიდან შეწოვა უმნიშვნელოა, არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ნისტატინი დედის რძეში და ამიტომ მეძუძურ დედებში ნისტატინის დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო. ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა: არ არის ცნობილი.
გვერდითი მოვლენები: ნისტატინი პრაქტიკულად არატოქსიკურია და კარგად აიტანება ყველა ასაკობრივი ჯგუფის მიერ, ხანგრძლივი გამოყენების დროსაც კი. მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება იშვიათად გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და ფაღარათი. არასასურველი მოვლენის შენიშვნისას მიმართეთ თქვენს ექიმს
დოზირება და გამოყენების მეთოდები: ახალშობილები: გამოიყენება 2 მლ 4-ჯერ დღეში (ნისტატინის 200.000 ერთეული). 2 მლ-ის 1 მლ გამოიყენება პირის ერთ მხარეს, დარჩენილი 1 მლ პირის მეორე მხარეს. 1 მლ დღეში ოთხჯერ ეფექტურია ნაადრევი ან სუსტი ბავშვების მკურნალობისას. ბავშვები და უფროსები: გამოიყენება 4-6 მლ 4-ჯერ დღეში (ნისტატინის 400.000-600.000 ერთეული). დოზის ნახევარი გამოიყენება პირის ერთ მხარეს, დარჩენილი მეორე მხარეს. რეკომენდებულია პრეპარატი გაიჩეროთ პირში რაც შეიძლება დიდ ხანს და შემდეგ გადაყლაპოთ. ფუნისტატინის პერორალური სუსპენზიის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 48 საათის განმავლობაში პირის ღრუს სიმპტომების გაქრობისა და ფლორის მოწესრიგებიდან 48 საათის განმავლობაში. სუსპენზიის მომზადება: ბოთლის ნახევარს მონიშნულ ხაზამდე (1/2) ემატება ადუღებული და გაგრილებული წყალი, უნდა შეინჯღრეს და გავაჩეროთ. ბოთლი ივსება მონიშნულ ხაზამდე ადუღებული და გაგრილებული წყლით. ბოთლს უნდა დავახუროთ თავსახურავი, ვანჯღრიოთ 20 წუთის განმავლობაში და გამოვიყენოთ. ფუნისტატინის პერორალური სუსპენზია ინახება კარგად დახურულ ბოთლებში მაცივარში, სინათლისაგან დაცულ ადგილას და გამოიყენება 10 დღის განმავლობაში. გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს 10 დღის შემდეგ.
ჭარბი დოზირება: ვინაიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ნისტატინის შეწოვა უმნიშვნელოა, ჭარბი დოზირება ან შემთხვევითი მიღება არ იწვევს სისტემურ ტოქსიურობას.
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 25რC ტემპერატურის პირობებში. სუსპენზია ინახება მაცივარში 10 დღის განმავლობაში. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.