ილფლოქსი ტაბლეტი 500მგ #7

ილფლოქსი ტაბლეტი 500მგ #7

თურქეთი

ილკო ილაჩ სანი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 512.46მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს 500მგ ლევოფლოქსაცინის ექვივალენტურს. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, PVA, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი. ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ფუმარატი, ტალკი, „მზის ჩასვლის“ ყვითელი FCF ალუმინის ლეიქი.

ჩვენება: ილფლოქსი მიიღება შიგნით. თითოეული კოლოფი შეიცავს 7 გარსით დაფარულ ტაბლეტს, თითოეული შეიცავს 500მგ ლევოფლოქსაცინს. ტაბლეტი დაყოფილია დოზის რეგულირების გასამარტივებლად. ილფლოქსი არის ანტიბიოტიკი, ის ეფექტურია ბაქტერიების წინააღმდეგ. ის ეკუთვნის ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომლებსაც ფტოროქინოლონები ეწოდებათ. ისინი აინჰიბირებენ ბაქტერიების ზრდას და პროლიფერაციას და ახორციელებენ მათ ელიმინაციას. ილფლოქსი გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მისი აქტიური ნივთიერების, ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით. მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ილფლოქსი, რადგან შეიძლება პაციენტს ჰქონდეს ერთერთი შემდეგი მდგომარეობა: ბაქტერიებით გამოწვეული სახის ძვლების ჰაეროვანი წიაღების მწვავე ანთება (სინუსიტი); ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება; არა-ჰოსპიტალური პნევმონია; თირკმელების და საშარდე ტრაქტის ინფექციები, საშარდე გზებისა და თირკმელების ანთების (პიელონეფრიტი) ჩათვლით; პროსტატიტი; კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები: აბსცესი (ჩირქოვანი), ცელულიტი, ფურუნკული, იმპეტიგო (კონტაგიოზური, ზედაპირული, მიკრობული კანის ინფექცია), პიოდერმია (კანის ჩირქოვანი ინფექცია), ჭრილობის ინფიცირებით გამოწვეული კანისა და კანის სტრუქტურის გაურთულებელი ინფექციები. აეროზოლიზებული ციმბირის წყლულის მიკრობების ზემოქმედება.

უკუჩვენება: არ გამოიყენება ილფლოქსი თუ; პაციენტი არის ალერგიული ლევოფლოქსაცინის ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის, ან სხვა ფტოროქინოლონი ანტიბიოტიკის.


შენახვის წესი: ილფლოქსი ინახება ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ 25C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენება პაკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. თუ პაციენტი შეამჩნევს პროდუქტში და-ან შეფუთვაში რაიმე დეფექტს, ილფლოქსი არ გამოიყენება.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ილკო ილაჩ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ლევოფლოქსაცინი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
7
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი