საერთაშორისო დასახელება - trypsin, chymotrypsin კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები
ჩვენებები: ანთებითი შეშუპება ქირურგიაში პოსტოპერაციული შეშუპების დროს, აღდგენით პროცესების გასაუმჯობესებლად, საკეისრო კვეთის, ეპიზიოტომიის და ჰისტეროქტომიის დროს, დისკის თიაქარი,იშიაზი, რადიკულიტი. ჰემატომა ტრამვატოლოგიაში დაჭიმულობისა და მოტეხილობების დროს, კუნთებისა და მყესების დაზიანებისა და პოსტტრამვული შეშუპებისას. გინეკოლოგიაში მენჯის ანთებითი დაავადებები,პერინატალური შეშუპება, მასტიტები. ჰიმოლიტი აუმჯობესებს ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას ანთებით ქსოვილებში,განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის ორგანოებში ჰიმოლიტი დუო წარმატებით გამოიყენება: ოფთალმოლოგიაში, პულმონოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
მიღების წესი: 1ტაბლეტი 4 ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს და არ უნდა დაიღეჭოს გასტრორეზისტენტული გარსის შესანარჩუნებლად.
უკუჩვენება: მომეტებული მგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტების მიმართ; თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადებები; სისხლის შედედების მაჩვენებლის დარღვევა; ჰემორაგიული დიათეზი;
გვერდითი მოვლენები: ზოგჯერ აღინიშნება ალერგიული რეაქციები; ძალიან იშვიათად კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება; დოზის გადაჭარბების შედეგად მიღებული გვერდით მოვლენები ნაკლებად სავარაუდოა; სხვა მედიკამენტთან ურთიერთქმედება: რკინის შემცვლელ მედიკამენტებთან ერთდროული მიღებისას შეიძლება მოხდეს რკინის რაოდენობის შემცირება შეწოვის დროს.
უსაფთხოების ზომები: სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.