გამოყენების რეკომენდაცია: ზოგადმატონიზირებელი ფიზიოლოგიური მდგომარეობის შემანარჩუნებელი ბად-ი. გამოიყენება ჰიპოტროფიის დროს. იგი შეიცავს საკვებ ბოჭკოებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციაზე. ბად-ის დადებითი ეფექტი დაკავშირებულია იზონიტოლთან, ცნს-ის და სქესობრივი ფუნქციის, აგრეთვე ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
მოქმედების მექანიზმი: ბად-ი ხელს უწყობს ფიზიკური, ფსიქიკური დაღლილობისა და სტრესის დაძლევას, ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას, აძლიერებს ძვლის ქსოვილის ზრდასა და განვითარებას; აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას იმ დაავადებების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმში ფოსფორის უკმარისობასთან. ფიტინი მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი ანტიოქსიდანტია: ფიტინის მჟავა კალციუმის იონებთან ერთად ჰეტალურ კომპლექსებს ქმნის და აერთებს თავისუფალ რადიკალებს. მნიშვნელოვნად ამცირებს შარდში კალცი-ოქსალატური კრისტალების ფორმირებას.
რეკომენდებული გამოყენება: მოზრდილები: 0.25-0.5 გ დღეში სამჯერ 6-8 კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 10-16 ტაბლეტამდე დღეში ორჯერ. ბავშვები: 1 წლამდე – 0.05-0.1 გ; 2 წლამდე – 0.1 გ; 3-4 წლის – 0.15 გ; 5-6 წლის – 0.2 გ; 7-9 წლის – 0.25 გ; 10-14 წლის – 0.25-0.3 გ მიღებაზე დღეში 2-3-ჯერ. ტაბლეტები მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებათა შორის რამოდენიმე კვირის განმავლობაში. რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება არ შეიძლება! არ გამოიყენება როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი!
შენახვა: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ძC ტემპერატურაზე.