კო-ამლესა ტაბლეტი 4მგ+10მგ+1.25მგ #30

კო-ამლესა ტაბლეტი 4მგ+10მგ+1.25მგ #30

სლოვენია

კრკა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): perindopril, amlodipine, indapamide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კომბინირებული მოქმედების საშუალებები → ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და დიურეზული საშუალებების შემცველი საშუალებები,

კო-ამლესა გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის კომბინირებული თერაპიისათვის (ჰიპერტონია). ეს სამი აქტიური ნივთიერება ხელს უწყობს სისხლის მაღალი წნევის კონტროლს (ჰიპერტონიის). პაციენტებმა, რომლებიც უკვე იღებენ პერინდოპრილს/ინდაპამიდს და ამლოდიპინს ცალკე ტაბლეტების სახით, შეუძლიათ მიიღონ მათ ნაცვლად ერთი კო-ამლესას ტაბლეტი, რომელიც შეიცავს სამივე ნივთიერებას ერთად. კო-ამლესა შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას: პერინდოპრილს, ინდაპამიდს და ამლოდიპინს. პერინდოპრილი არის აგფ-ინჰიბიტორი (ანგიოთენზინ გარდამქმნელი ფერმენტი), ამლოდიპინი არის კალციუმის არხების ბლოკატორი, რომელიც მიეკუთვნება დიჰიდროპირიდინის კლასის მედიკამენტებს. ინდაპამიდი არის შარდმდენი საშუალება.
პაციენტებში სისხლის მაღალი წნევით პერინდოპრილი და ამლოდიპინე იწვევს სისხლძარღვების რელაქსაციას, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. ინდაპამიდი ზრდის შარდის გამოყოფას. თითოეულ აქტიურ ნივთიერებას გააჩნია წნევის დამწევი ეფექტი და ხელს უწყობს მის გაკონტროლებას.

არ შეიძლება კო-ამლესას გამოყენება:
• თუ აღინიშნება ალერგია პერინდოპრილის ან ნებისმიერი აგფ-ინჰიბიტორის მიმართ, ასევე ინდაპამიდის ან ნებისმიერი ამლოდიპინის ბესილატის სულფომანიდის მიმართ, სხვა დიჰიდროპერიდინების ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. პუნქტში 6).
• თუ წარსულში აგფ-ინჰიბიტორების გამოყენებისას აღინიშნა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სუნთვის გართUლება, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან რთული გამონაყარი კანზე (კვინკეს შეშუპება) ან თუ ახლო ნათესავს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
• თუ გახასიათებთ ღვიძლის სერიოზული დაავადება ან მდგომარეობა რომელსაც ეწოდება ღვიძლის ენცეფალოპათია (თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება)
• თუ გახასიათებთ თირკმელების სერიოზული ან საშუალო სირთულის დაავადება ან იტარებთ დიალიზის კურსს.
• თუ აღინიშნება სისხლში კალიუმის დაბალი ან მაღალი დონე.
• თუ არსებობს ეჭვი, რომ აღინიშნება გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (შესაძლოა აღინიშნოს რთული სიმპტომები, როგორიცაა სხეულში სითხის შეკავება, სუნთქვის გართულება).
• თუ აღინიშნება კარდიოგენული შოკი (გული ვერ აწვდის ორგანიზმს საკმარის სისხლს), აორტის სტენოზი (გულის მთავარი სისხლძარღვის შევიწროვება) ან არასტაბილური სტენოკარდია (მკერდის არეში ტკივილი).
• თუ აღინიშნება სისხლის ძალიან დაბალი წნევა (რთული არტერიული ჰიპოტენზია).
• თუ აღინიშნება გულის უკმარისობა (გული ვერ აწვდის საკმარისი რაოდენობის სისხლს, რის შედეგადაც აღინიშნება სუნთქვის გართულება ან პერიფერიული შეშუპება, მაგ., ფეხების ან ხელის და ფეხის გულების შეშუპება) გულის მწვავე შეტევის შემდეგ.
• თუ ხართ 3 თვეზე მეტი ასაკის ორსული. ასევე უნდა მოერიდოთ კო-ამლესას გამოყენებას ორსულობის ადრეულ პერიოდში (იხ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი).
• თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი.

კო-ამლესას გამოყენების წესი: რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ ტაბლეტს. უმჯობესია მიიღოთ ტაბლეტი საკვების მიღებამდე. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კრკა
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
პერინდოპრილი+ამლოდიპინი+ინდაპამიდი
დოზა
4მგ+10მგ+1.25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი