სიდომოლი კაფსულა #40

სიდომოლი კაფსულა #40

ბულგარეთი

ფორტექსი
პროდუქტის შესახებ
სიდომოლი #40კაფს
მელატონინი+ვიტამინი B1+B6+B12
საკვები დანამატი 

შემადგენლობა: სიდომოლის 1 კაფსულა შეიცავს: მელატონინი-3მგ; ვიტამინი B1-5მგ; ვიტამინი B6-5მგ; ვიტამინი B12-2,5მკგ.

ჩვენება: მელატონინის გამოყენება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ღამით უწევს მუშაობა ან იძინებს გვიან, რის გამოც მათ ორგანიზმში მელატონინი არასაკმარისი რაოდენობით წარმოიქმნება. სიდომოლი: ამცირებს ჩაძინების დროს; აუმჯობესებს ძილის ხარისხს;ხელს უწყობს ძილის დროს ორგანიზმის დასვენებას და ენერგიის აღდგენას; ხელს უწყობს საათობრივი ზონების ცვლილებაზე ადვილად ადაპტაციას; უზრუნველყოფს დაღლილობის შეგრძნების შემცირებას და სტრესული რეაქციების შემცირებას. რა არის მელატონინი? მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც სინთეზდება თავის ტვინის ჯალღუზისებრ სხეულში-ეპიფიზში. მელატონინის დონე ცვალებადობს 24 საათიან ციკლში და კონტროლდება ორგანიზმის ბიოლოგიური საათის მიერ. ნორმაში მისი პროდუქცია მცირდება ადამიანის კაშკაშა სინათლეზე ყოფნის დროს. ღამით კი მისი დონე მატულობს. სწორედ ამიტომ მას ხშირად ,,სიბნელის ჰორმონს” უწოდებენ. მელატონინი მნიშვნელოვანია ადამიანის ძილისა და სიფხიზლის შინაგანი საათის რეგულაციისთვის. მელატონინი-ამცირებს ჩაძინების დროს, უზრუნველყოფს ორგანიზმის ადვილად ადაპტაციას საათობრივი ზონების ცვლილებაზე. ხელს უწყობს დაღლილობისა და სტრესული რეაქციების შემცირებას. ვიტამინების კომპლექსი B1, B6, B12-აუმჯობესებს ნერვული სისტემის მდგომარეობას და მენტალურ ფუნქციას; აძლიერებს მეტაბოლიზმს და ენერგიის წარმოქმნას; ამცირებს დაღლილობას; არეგულირებს ჰორმონულ აქტივობას. მელატონინის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მშვიდი ძილი, ორგანიზმის დასვენება და ენერგიის აღდგენა ძილის დროს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მელატონინი აუმჯობესებს მეხსიერებას და შემეცნებით პროცესებს. ორგანიზმის დაბერებასთან ერთად მცირდება ეპიფიზის მიერ მელატონინის გამომუშავების უნარი და იმავდროულად მისი მაქსიმალური კონცენტრაციის გამომუშავების პერიოდი სულ უფრო და უფრო უახლოვდება ღამის დამთავრების საათებს. მელატონინის დეფიციტი კიდევ უფრო აღრმავებს დაბერების პროცესებს ადამიანის ორგანიზმში. მისი დეფიციტი შეიძლება ახალგაზრდებსაც განუვითარდეთ, თუ არასაკმარისად სძინავთ ან დარღვეული აქვთ ძილის რეჟიმი. მელატონინის დეფიციტის მქონე ადამიანებს დაბალი აქვთ წინააღმდეგობის უნარი სტრესებისადმი და უფრო ხშირად უვითარდებათ დეპრესიული მდგომარეობა. იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ღამის სამუშაო ან იძინებენ გვიან ხშირად აწუხებთ მოთენთილობა, შრომის უნარის დაქვეითება, ყურადღების მოდუნება, გაფანტულობა, რაც მელატონინის დეფიციტით არის განპირობებული.

მიღების წესი: 1 კაფსულა ერთჯერ დღეში დაძინებამდე 30 წუთით ადრე.

გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეფუთვა: 40 კაფსულა კოლოფში.

მწარმოებელი: ფორტექს ნუტრაცეუტიკალს, ბულგარეთი.

გაცემის წესი: II ჯგუფი რეცეპით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფორტექსი
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
მელატონინი+ვიტ ბ-1+ვიტ ბ-6+ვიტ ბ-12
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
40
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი