სინდრანოლი ტაბლეტი 4მგ #28

სინდრანოლი ტაბლეტი 4მგ #28

საბერძნეთი

ფარმათენ ინტერნაციონალი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ropinirol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → პარკინსონიზმის და მოძრაობითი სხვა დარღვევების სამკურნალო საშუალებები → პარკინსონიზმის სამკურნალო დოპამინერგული საშუალებები

შემადგენლობა
სინდრანოლის მოქმედი ნივთიერებაა როპინიროლი.
პროლონგირებული მოქმედების ყოველი ტაბლეტი შეიცავს როპინიროლის ჰიდროქლორიდის რაოდენობას, რომელიც 2 მგ, 3 მგ, 4 მგ ან 8 მგ როპინიროლის ეკვივალენტურია.
სხვა ინგრედიენტები:
• ტაბლეტის ბირთვი: ამონიუმის მეტაკრილატის კოპოლიმერი (ტიპი B), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები
სინდრანოლი გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. პრეპარატის სინდრანოლი მოქმედი ნივთიერებაა როპინიროლი, რომელიც მიეკუთვნება დოფამინის აგონისტების ჯგუფს. დოფამინის აგონისტები ტვინზე ბუნებრივი დოფამინების მსგავს გავლენას ახდენენ.
პარკინსონის დაავადების დროს, ტვინის ზოგიერთ ნაწილში დოფამინის დონე ქვეითდება.
როპინიროლი ბუნებრივი დოფამინის ანალოგიურ ეფექტს ახდენს, და ამგვარად ხელს უწყობს პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემცირებას.

მიღების წესები და დოზები
სინდრანოლი ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ მიიღეთ. თუ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი გაგიჩნდათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სინდრანოლი შეიძლება დაგენიშნოთ ცალკე ან პარკინსონის დაავადების სიმპტომების სამკურნალო სხვა პრეპარატთან, L-დოფასთან (ლევოდოფა) კომბინაციაში. თუ პრეპარატს L-დოფა უკვე იღებთ გარკვეული ხნის მანძილზე და იწყებთ სინდრანოლის მიღებას, პირველი მიღებისას შეიძლება აღმოცენდეს არაკონტროლირებადი მოძრაობები (დისკინეზიები). თუკი ეს მოხდა, აცნობეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა მან მოახდინოს თქვენს მიერ მიღებული პრეპარატების დოზების კორექცია.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ სინდრანოლის მიღების დაწყების შემდეგ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები შეამჩნევთ უცნაურ ქცევას (მაგალითად, აზარტული თამაშებით ზედმეტად გატაცება, მომატებული სქესობრივი ლტოლვა და/ან ქცევა). შესაძლოა, დაგჭირდეთ პრეპარატის დოზის კორექცია ან მოხსნა.
სინდრანოლის რა დოზა გჭირდებათ?
იმის დასადგენად, თუ სინდრანოლის რა დოზაა თქვენთვის ყველაზე შესაფერისი, გარკვეული დროა საჭირო. თქვენი ექიმი დოზას ყოველკვირეულად გაზრდის მანამ, სანამ არ გაარკვევს, რომელი დოზაა საუკეთესო თქვენთვის. ზოგი პაციენტი ღებულობს 8 მგ სინდრანოლს 3-ჯერ დღეში (ანუ, 24 მგ დღე-ღამეში).
სინდრანოლის ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზა არ გაზარდოთ თვითნებურად.
სინდრანოლის სამკურნალო ეფექტი შეიძლება რამდენიმე კვირის შემდეგ გამოვლინდეს.
თუ სინდრანოლი საჭიროზე მეტი რაოდენობით მიიღეთ
დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. თუკი შესაძლებელია, აჩვენეთ მათ სინდრანოლის შეფუთვა.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფსიქიკურ დარღვევებს და არასასურველ მოვლენებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
თუ დაგავიწყდათ სინდრანოლის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით. უბრალოდ, გამოტოვეთ ეს მიღება და ჩვეულებრივ მიიღეთ შემდეგი დოზა.
თუ სინდრანოლი არ მიგიღიათ ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. ის აგიხსნით, როგორ აჯობებს სინდრანოლის მიღების ხელახლა დაწყება.
თუ სინდრანოლის მიღების შეწყვეტა გსურთ
არ შეწყვიტოთ სინდრანოლის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
სინდრანოლი მიიღეთ იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც ექიმმა დაგინიშნათ. სინდრანოლის მიღება არ შეწყვიტოთ, ვიდრე ექიმი არ დაგრთავთ ამის ნებას.
პრეპარატის უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში, პარკინსონის დაავადების სიმპტომები შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდეს.
თუ თქვენთვის აუცილებელია სინდრანოლის მიღების შეწყვეტა, თქვენი ექიმი დოზას თანდათან შეგიმცირებთ.
თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები მოცემული პროდუქტის გამოყენების თაობაზე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმათენ ინტერნაციონალი
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
როპინიროლი
დოზა
4მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი