არტოქსანი გელი 1% 45გრ ტუბი #1

არტოქსანი გელი 1% 45გრ ტუბი #1

თურქეთი

მიუნირ შახ ილაჩი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: გელის 1 გ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: ტენოქსიკამი 10 მგ. დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, 96% ეთანოლი, ტრიეთანოლამინი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გარეგანი გამოყენებისთვის.

ჩვენებები: ტკივილის სინდრომის სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია კუნთების და სახსრების შემდეგ დაავადებებთან: რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, რადიკულიტი, წელის ტკივილი, იშიაზი; რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები, როგორიცაა ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, პერიარტიკულური ქსოვილების დაზიანება და ა.შ; რბილი ქსოვილების და სახსრების პოსტტრავმული ანთება (დაჭიმვის, გადაძაბვის და დაზიანების შედეგად).

დოზირება და მიღების წესი: არტოქსანი გელი მოწოდებულია გარეგანი გამოყენებისთვის, 1-2 ჯერ დღე-ღამეში. დაახლოებით 2-5 სმ სიგრძის გელის ზოლი დაიტანება კანზე და მსუბუქად შეიზილება. პრეპარატის გამოყენების შემდეგ, აუცილებელია ხელების დაბანა. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებსა და თერაპიის ეფექტურობაზე. პრეპარატის გამოყენებიდან 2 კვირის შემდეგ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია. პრეპარატი არ გამოიყენება 14 დღეზე მეტი ხანგრძლივობით რბილი ქსოვილების დაზიანებისას, ან რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადებებისას და 21 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში - ართრიტით განპირობებული ტკივილის შემთხვევაში. თუ 7 დღის განმავლობაში არ აღინიშნება დადებითი კლინიკური დინამიკა, ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებელია მიემართოს ექიმს.

გვერდითი მოვლენები: გაწითლება, ქავილი, ან წვის შეგრძნება. ძალიან იშვიათად აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ბრონქული ასთმა, ანგიონევროზული შეშუპება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს მიმართ; კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა; ორსულობის III ტრიმესტრი; 12 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება სხვა აასს ერთად. არტოქსანის გელი არ გამოიყენება ადგილობრივ კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები: არტოქსანი გელი დაიტანება მხოლოდ დაუზიანებელ კანზე. წასმის შემდეგ, არ უნდა მოხდეს დამხურავი ნახვევის დადება. დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალსა და ლორწოვან გარსებზე. არტოქსანი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის პორფირიის გამწვავების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის, გულის ქრონიკული უკმარისობის, ბრონქული ასთმის დროს და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვასა და სხვა სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირება: შემთხვევით შიგნით მიღებისას შესაძლოა განვითარდეს სისტემური გვერდითი ეფექტები, რომლის დროსაც რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და სიმპტომური ღონისძიებების ჩატარება.

გარეგნული სახე და შეფუთვა: გამჭვირვალე, სუსტად მოყვითალო ელფერის გელი, ერთგვაროვანი, მსუბუქი სპირტის სუნით. 45 გ გელი ალუმინის ტუბში. 1 ალუმინის ტუბი დანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25რ? ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მიუნირ შახ ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ტენოქსიკამი
დოზა
1%
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
45გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი