საერთაშორისო დასახელება - ethylmethylhydroxypyridine succinate კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ანტიოქსიდანტური პრეპარატები შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 1 კაფსულა შეიცავს: ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატს - 0,1 გ
ჩვენებები: • თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევები; • დისცირკულარული ენცეფალოპათია; • ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია; • ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიტური დარღვევები; • მშფოთვარე, ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები; • აბსტინენციური სინდრომის კუპირება ნევროზის მსგავსი და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით ალკოჰოლიზმის დროს; • მწვავე ინტოქსიკაცია ანტიფსიქოზური საშუალებებით; • ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); • გულის მწვავე და ქრონიკული იშემიური დაავადება (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); • ქვედა კიდურების ანგიოპათია II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); • მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესები (მწვავე პანკრეატიტი, პერიტონიტი) კომპლექსური თერაპიის დროს.
მიღების წესები და დოზირება: კაფსულები ინიშნება პერორალურად. გამოსაყენებელი თერაპიული დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება პრეპარატის მიმართ ავადმყოფის მგრძნობელობის მიხედვით. მკურნალობას იწყებენ დოზით 0,1 გ (1 კაფსულა) სამჯერ დღეში; მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.2 გ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 0.8 გ. პრეპარატის სადღეღამისო დოზას ანაწილებენ 2- 3 მიღებაზე დღის განმავლობაში. მშფოთვარე მდგომარეობების, ვეგეტატიურ_სისხლძარღვოვანი დისფუნქციების და კოგნიტური დარღვევებისას ავადმყოფების მკურნალობისათვის მექსარონი გამოიყენება 2-6 კვირის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: გულისრევა, პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები, ძილიანობა.
უკუჩვენება: ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების მწვავე დარღვევა; ბავშვთა ასაკი; ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი; პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის დროს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.