ატენტო პლუსი ტაბლეტი 40მგ+10მგ+12.5მგ #28
ატენტო პლუსი ტაბლეტი 40მგ+10მგ+12.5მგ #28

ატენტო პლუსი ტაბლეტი 40მგ+10მგ+12.5მგ #28

გერმანია

ბერლინ-ჰემ მენარინი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ოლმესარტანის მედოქსომილი/ამლოდიპინი/ჰიდროქლოროთიაზიდი

პრეპარატი ატენტო პლუსი შეიცავს სამ მოქმედ ნივთიერებას: ოლმესარტანის მედოქსომილს, ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით) და ჰიდროქლოროთიაზიდს. ამ სამი ნივთიერების საშუალებით ხდება მომატებული არტერიული წნევის კონტროლი.
ოლმესარტანის მედოქსომილი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით
„ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები“, რომლებიც აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების მოდუნების გზით.
ამლოდიპინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით „კალციუმის არხების ბლოკერები“. ამლოდიპინი აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების მოდუნების ხარჯზე.
ჰიდროქლოროთიაზიდი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით თიაზიდური დიურეზულები (შარდმდენი საშუალებები). ის აქვეითებს არტერიულ წნევას ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოყოფით, თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობის გაზრდის გზით.

პრეპარატი ატენტო პლუსი გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ:
მოზრდილ პაციენტებში, როდესაც არ ხდება არტერიული წნევის სათანადო კონტროლი
ოლმესარტანის მედოქსომილის და ამლოდიპინის კომბინაციით, რომელიც მიიღება ორი მოქმედი ნივთიერების კომბინირებული პრეპარატის სახით, ან
პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ კომბინირებულ პრეპარატს მოქმედი ნივთიერებების ოლმესარტანის მედოქსომილის და ჰიდროქლოროთიაზიდის ფიქსირებული შემცველობით, ასევე ამლოდიპინს ცალკე პრეპარატის სახით (ტაბლეტები), ან კომბინირებულ პრეპარატს მოქმედი ნივთიერებების ოლმესარტანის მედოქსომილის და ამლოდიპინის ფიქსირებული შემცველობით, ასევე ჰიდროქლოროთიაზიდს ცალკე პრეპარატის სახით (ტაბლეტები).

პრეპარატ ატენტო პლუსის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღე- ღამეში.
მოცემული სამკურნალო საშუალების მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხის (მაგალითად, ჭიქა წყალი) მიყოლებით. ტაბლეტი არ უნდა დაღეჭოთ. ტაბლეტს არ უნდა მიაყოლოთ გრეიპფრუტის წვენი.
თუ შესაძლებელია, პრეპარატის სადღეღამისო დოზა მიიღეთ ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, საუზმის დროს.

პრეპარატ ატენტო პლუსით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს მთელ სხეულზე და გამოვლინდეს სახის, პირის ან/და ხახის (ხმის იოგების) შეშუპებით და თან ახლავს ქავილი და გამონაყარი. აღნიშნული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატ ატენტო პლუსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები; ტკივილი ყელის ან ცხვირის არეში; საშარდე გზების ინფექციები; თავბრუსხვევა; თავის ტკივილი; გულისცემის შეგრძნება; დაბალი არტერიული წნევა; გულისრევა; ფაღარათი; შეკრულობა; კრუნჩხვა; შეშუპება სახსრების არეში; გახშირებული შარდვა; სისუსტე; შეშუპება კოჭების არეში; დაღლილობა; ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა.
თავბრუსხვევა ფეხზე წამოდგომისას; ვერტიგო; გახშირებული გულისცემა; გულის წასვლის წინა მდგომარეობა; სახის კანის გაწითლება და სახეზე წამოხურების და სიცხის შეგრძნება; ხველა; სიმშრალე პირის ღრუში; კუნთების სისუსტე; ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა.

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ატენტო პლუსის მიღება რეკომენდებული არ არის.
პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევამდე უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ ატენტო პლუსის მიღება.

ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის შემთხვევაში აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს. პრეპარატ ატენტო პლუსის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ხოლო სამი თვიდან ორსულობისას მისი მიღება არ შეიძლება, რადგან ამ პერიოდში პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს .
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
მენარინი ინტერნეშნლ ოპერეიშნზ ლუქსემბურგი ს.ა. დე ლა გარეს გამზირი 1,
1611 ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი

მწარმოებელი ბერლინ-ჰემი აგ გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი, გერმანია
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბერლინ-ჰემ მენარინი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ოლმეზარტან მედოქსომილი+ამლოდიპინი+ჰიდროქლორთიაზიდი
დოზა
40მგ+10მგ+12.5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი