ბილასტინი ნორმონი ტაბლეტი 20მგ #20
ბილასტინი ნორმონი ტაბლეტი 20მგ #20

ბილასტინი ნორმონი ტაბლეტი 20მგ #20

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი
პროდუქტის შესახებ
ბილასტინი ნორმონი 20მგ ტაბლეტები

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა. დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ბილასტინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20მგ ბილასტინს. სხვა დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A (მიღებულია კარტოფილისაგან), სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენება: ბილასტინი ნორმონი გამოიყენება თივის ცხელების (ცხვირის ცემინება, ცხვირის ქავილი, გამონადენი ცხვირიდან, ცხვირის გაჭედვა, და წითელი და ცრემლიანი თვალები) და ალერგიული რინიტის სხვა ფორმების სიმპტომების მოსახსნელად. ის ასევე გამოიყენება ქავილით მიმდინარე კანის გამონაყარის (ჭინჭრის ციება ან ურტიკარია) სამკურნალოდ.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია ბილასტინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: ბილასტინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება საშუალო ან მძიმე ხარისხის თირკმელების დაზიანება და დამატებით ღებულობს სხვა მედიკამენტებს (იხ. “სხვა მედიკამენტები და ბილასტინი ნორმონი”).

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 23მგ ნატრიუმს (1მმოლი) ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად ნატრიუმისგან თავისუფალია.

ბავშვები: დაუშვებელია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა მედიკამენტები და ბილასტინი ნორმონი: მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ღებულობს, უახლოეს წარსულში ღებულობდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
კერძოდ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ღებულობს შემდეგ მედიკამენტებს: კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი); ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი); დილტიაზემი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ); ციკლოსპორინი (გამოიყენება იმუნური სისტემის აქტივობის დასაქვეითებლად, რის გამოც ახდენს გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციას ან აქვეითებს დაავადების აქტივობას აუტოიმუნური და ალერგიული პათოლოგიების დროს, როგორიცაა ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი ან რევმატოიდული ართრიტი); რიტონავირი (გამოიყენება შიდსის სამკურნალოდ); რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი).

ბილასტინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად: ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული საკვებთან ან გრეიფრუტის წვენთან ან სხვა ხილის წვენებთან ერთად, რადგან ისინი აქვეითებენ ბილასტინის ეფექტს. ამიტომ საჭიროა: ტაბლეტის მიღება და ერთი საათი მოცდა საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე, ან თუ მიიღება საკვები ან ხილის წვენი, საჭიროა ორი საათი მოცდა ტაბლეტის მიღებამდე.

ბილასტინი, რეკომენდებული დოზით (20მგ), არ აძლიერებს ძილიანობას, რომელსაც იწვევს ალკოჰოლი.

ორსულობა, ლაქტაცია და შვილოსნობის უნარი: არ არის ან მცირე რაოდენობითაა მონაცემები ბილასტინის გამოყენების შესახებ ფეხმძიმე ქალებში და ძუძუთი კვების დროს და მისი გავლენის შესახებ შვილოსნობის უნარზე.

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ნორმონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ბილასტინი
დოზა
20მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი