საერთაშორისო დასახელება - Progesteronum ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სასქესო ჰორმონების პრეპარატები და მათი ანტაგონისტები შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: მიკრონიზებულ პროგესტერონს – 100 მგ ან 200 მგ. დამხმარე ნივთიერებები: არაქისის ზეთი, ლეციტინი; კაფსულის გარსის შემადგენლობა (100 მგ): ჟელატინი, გლიცერინი, თხევადი სორბიტოლი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის ბენზოატი, საღებავი – ტიტანის დიოქსიდი (E 171); კაფსულის გარსის შემადგენლობა (200 მგ): ჟელატინი, გლიცერინი, თხევადი სორბიტოლი, საღებავი – ტიტანის დიოქსიდი (E 171). ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროგესტაგენები. ათქ-კოდი: G03DA04.
ჩვენება: პროგესტერონის დეფიციტთანYდაკავშირებული მდგომარეობები, მათ შორის: პერორალური მიღებისათვის: ლუთეინური უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობა; მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ასოცირებული ოვულაციის დარღვევასთან ან ანოვულაციასთან; მეორადი ამენორეა; პრემენსტრუალური სინდრომი; ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია; პრემენოპაუზა; მენოპაუზური და პოსტმენოპაუზური პერიოდის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში); ინტრავაგინალური გამოყენებისათვის: ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის მზადების დროს; ლუთეინური ფაზის შენარჩუნება სპონტანური ან ინდუცირებული მენსტრუალური ციკლის დროს; ლუთეინური უკმარისობით განპირობებული უნაყოფობა; ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია პროგესტერონის დეფიციტის დროს საკვერცხეების არაფუნქციონირების ან არარსებობისას (კვერცხუჯრედის დონორობა); ნაადრევი მენოპაუზა; ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში); პროგესტერონის უკმარისობით გამოწვეული ჩვეული ან მოსალოდნელი აბორტის პროფილაქტიკა; საშვილოსნოს მიომის პროფილაქტიკა; ენდომეტრიოზის პროფილაქტიკა.მიღების წესი და დოზირება: რელანტანით მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
პერორალური მიღება: რელანტანის კაფსულების მიღება რეკომენდებულია ძილის წინ (რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ თავბრუსა და ძილიანობასთან ასოცირებული პრობლემები), საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია კვებათა შორის პერიოდში. • ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს (დისმენორეა, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, პრემენოპაუზა) პრეპარატი მიიღება სადღეღამისო დოზით 200-300 მგ, დაყოფილი 2 მიღებაზე (დილით და საღამოს) 10 დღის განმავლობაში (ჩვეულებრივ ციკლის მე-17-დან 26-ე დღის ჩათვლით); მეორადი ამენორეის სამკურნალოდ რელანტანი მიიღება საღამოს, ერთჯერადი სადღეღამისო დოზით 400 მგ 10 დღის განმავლობაში; პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ ინიშნება 100-200 მგ პერორალურად დღეში ერთხელ საღამოს, ციკლის მე-14 დღიდან 10-12 დღის განმავლობაში; პრემენოპაუზის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დროს (ესტროგენული თერაპიის ფონზე) რეკომენდებულია რელანტანის მიღება 200 მგ ერთხელ დღეში, 10-12 დღე; მენოპაუზაში (ესტროგენების მიღების ფონზე) – 100 მგ დღეში უწყვეტ რეჟიმში. ინტრავაგინალური გამოყენება: რელანტანის კაფსულა შეჰყავთ ღრმად ინტრავაგინალურად. პროგესტერონის დეფიციტის დროს საკვერცხეების არაფუნქციონირების ან არარსებობისას (კვერცხუჯრედის დონორობა) რელანტანი გამოიყენება (ესტროგენული თერაპიის ფონზე) ინტრავაგინალურად 100 მგ დღეში ციკლის მე-13 და მე-14 დღეს, შემდეგ 100 მგ 2-ჯერ დღეში ციკლის მე-15 დღიდან 25-ე დღის ჩათვლით. 26-ე დღიდან და ორსულობის დიაგნოსტირების შემთხვევაში დოზა იზრდება 100 მგ-ით დღეში ყოველ კვირას, მაქსიმალური დოზის (600 მგ დღეში) მიღწევამდე და იყოფა 3 მიღებაზე. აღნიშნული დოზით პრეპარატის გამოყენება დასაშვებია 60 დღის განმავლობაში; ლუთეინური ფაზის შესანარჩუნებლად ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ციკლის ჩატარების დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ინტრავაგინალურად დოზით 400-600 მგ დღეში, დაწყებული ქორიონული გონადოტროპინის ინექციის დღიდან ორსულობის მე-12 კვირამდე;