დეპაკინი ხრონო ტაბლეტი 500მგ #30
დეპაკინი ხრონო ტაბლეტი 500მგ #30

დეპაკინი ხრონო ტაბლეტი 500მგ #30

საფრანგეთი

სანოფი ვითროპი
პროდუქტის შესახებ
აქტიური ნივთიერება: ვალპროეს მჟავა 500მგ

ჩვენება: ეპილეფსიით სხვადასხვა ფორმების (შეტევების), ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში მწვავე
მანიაკალური ეპიზოდების მკურნალობისას.

უკუჩვენება: აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე შემადგენლის მიმართ ზემგრძნობელობისას.
თუ გაქვთ
ღვიძლის დაავადება. ბავშვები 2 წლამდე ასაკში (ვინაიდან ისინი განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ღვიძლის დაზიანებისადმი).
ძალიან მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში ვალპროეს მჟავით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის სურათის გარდამავალი ანომალიები ან სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ვასკულიტის (სისხლძარღვების ანთება) შესაძლო გაჩენა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ტკივილი, გაწითლება ან ქავილი.
ცნობილია ალერგიული რეაქციების შემთხვევები. იშვიათ შემთხვევებში გვხვდება ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა და მკერდის გადიდება მამაკაცებში. ღებინება, კოორდინაცის მოშლა, თავბრუსხვევა. ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები მთლიანობაში გარდამავალია და ქრება მკურნალობის დასრულებისას.

დოზირება: ეპილეფსია: აუცილებელ დოზირებას განსაზღვრავს თქვენი მკურნალი ექიმი. როგორც წესი, მკურნალობა იწყება დღიური დოზიდან 15 მგკგ-ზე. თქვენი მკურნალი ექიმი გირჩევთ დოზირების თანდათან გაზრდას (5-10 მგკგ-დან კვირის ინტერვალით), იქამდე, სანამ არ მიაღწევს კონტროლს შეტევებზე (საშუალო დღიური ნორმა 30 მგკგ-ზე ყოველდღიურად) ან მიაღწევთ მაქსიმალურ დოზირებას, დაწყებული 50 მგკგ-დან. როგორც წესი, დღიური დოზა უნდა
გაიყოს რამდენიმე მიღებაზე.
კაფსულები მიიღება მთელი, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, წყლის დიდ რაოდენობასთან ერთად.

შენახვა: სინათლისა და გახურებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25გრადუს ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სანოფი ვითროპი
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
ვალპროის მჟ+ვალპროატ ნატრიუმი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი