პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერებები: კალციუმი (კალციუმის ციტრატი და კალციუმის კარბონატი) 500მგ, ვიტამინ D3 400სე, მაგნიუმი 40მგ (მაგნიუმის ოქსიდი), თუთია (თუთიის ოქსიდი) 7,5მგ, სპილენძი (სპილენძის ოქსიდი) 1მგ, მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) 1,8მგ, ბორი (ნატრიუმის ბორატი) 250მკგ. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), სტეარინმჟვა (E570), ნატრიუმის კროსკარმელოზა, სოიოს პოლისაქარიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი (E572).
გარსი: ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სილიკატი (E553a), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი (E1518), მინერალური ზეთი (E905), FD and C ლურჯი ?2 ლაქი (E132), FD and C ყვითელი ?6 ლაქი (E110).
ჩვენებები: ოსტეოპოროზის და სხვა კალციდეფიციტური მდგომარეობების პროფილაქტიკა. ოსტეოპოროზის კომპლექსური მკურნალობა, როდესაც დიაგნოსტირებულია კალციუმის და ვიტამინ D-ს დეფიციტი. რისკის შემცირება და სხვადასხვა ლოკალიზაციის მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა კალციდეფიციტური მდგომარეობებისას 50 წლის ზემოთ პირებში.
გამოყენების მეთოდი და დოზები: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს. მიღების ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის გამეორება. ღვიძლის ფუნქცია დარღვეულ პაციენტებში: დოზის კორექცია არ საჭიროებს. თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტებში: პრეპარატი კალცემინ სილვერი თირკმელების მძიმე დისფუნქციისას არ გამოიყენება. ხანდაზმული პაციენტები: დოზა იგივეა რაც მოზრდილებში. გასათვალისწინებელია თირკმელების დისფუნქციის შესაძლო დაქვეითება.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობისას პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ: ჰიპერკალციემიისას და-ან მდგომარეობისას, რომლებიც იწვევენ ჰიპერკალციემიას (მაგ: სარკოიდოზი, ავთვისებიანი ახალწარმონაქმენები, პირველადი ჰიპერპარათირეოზი), ჰიპერკალციურია, თირკმელების დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება; D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი; ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
122884
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
კალციუმის კარბონატი+ქოლეკალციფეროლი+თუთია