შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 4.5მგ ხეპილპილას ექსტრაქტს (მშრალი ექსტრაქტის სახით) (რაც ხეპილპილას ნაყოფის საშუალოდ 45მგ–ის ეკვივალენტურია). ექსტრაქტის გამხსნელი-ეთანოლი 60% (მ-მ) პრეპარატის სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი K 30, მაგნიუმის სტეარატი.
ჩვენება: კასტაგნუსი არის ტრადიციული მცენარეული სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება მენსტრუაციამდე მსუბუქი სიმპტომების სამკურნალოდ (პრემენსტრუალური სინდრომი-მაგ. პრობლემური სიმპტომები, რომლებიც ვლინდება მენსტრუაციამდე ცოტა ხნით ადრე, რაც გამოიხატება მკერდის ტკივილით და შეშუპებით, ემოციური დისბალანსით, შაკიკის ტიპის თავის ტკივილით, სახის, ხელებისა და ფეხების შეშუპებით). ჩამოთვლილი ჩვენებები ეყრდნობა მხოლოდ გრძელვადიან გამოყენებას. თუ 90 დღის შემდეგ გაუმჯობესება არ არის ან თუ პაციენტი თავს უფრო ცუდად გრძნობს, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული ამ მედიკამენტის აქტიურ სუბსტანციებზე ან სხვა ნივთიერებებზე. არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს. არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.