ამიტრიპტილინი-გრინდექსი ტაბლეტი 25მგ #50
ამიტრიპტილინი-გრინდექსი ტაბლეტი 25მგ #50

ამიტრიპტილინი-გრინდექსი ტაბლეტი 25მგ #50

ლატვია

გრინდეკსი
პროდუქტის შესახებ
სამკურნალწამლო ფორმა:
გარსით დაფარული 10 მგ-იანი ტაბლეტები
გარსით დაფარული 25 მგ-იანი ტაბლეტები

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
1 ტაბლეტი დაფარული გარსით, შეიცავს 10 მგ ან 25 მგ ამიტრიპტილინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
გარსით დაფარული 10 მგ-იანი ტაბლეტები
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, სილიციუმის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი; გარსი: ლურჯი საღებავი _ Opadry II Blue, კარნაუბის ცვილი.
გარსით დაფარული 25 მგ-იანი ტაბლეტები
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, სილიციუმის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი; გარსი: ყვითელი საღებავი- Opadry II Yellow, კარნაუბის ცვილი.ჩვენებები გამოყენებისათვის.
გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.
• ნებისმიერი ეტიოლოგიის დეპრესიები. სედატიური ეფექტის გამოხატულების მიხედვით განსაკუთრებით ეფექტურია განგაშის ფონზე მიმდინარე დეპრესიული მდგომარეობებისას;
• შერეული ემოციური მოშლილობები და ქცევის მოშლა; ფობიური შიშები;
• ბავშვთა ენურეზი (გარდა ბავშვებისა ჰიპოტონიური შარდის ბუშტით);
• ფსიქოგენური ანორექსია, ბულემიური ნევროზი;
• ქრონიკული ტკივილის სინდრომი (ნევროგენური ხასიათის), შაკიკის პროფილაქტიკა.

უკუჩვენებანი.
• გულის დეკომპენსირებული მანკები;
• მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
• გულის კუნთის გამტარებლობის დარღვევა;
• ჰიპერტონიული დაავადების მესამე სტადია;
• ღვიძლისა და თირკმლის მწვავე დაავადებები ფუნქციის გამოხატული დაქვეითების ფონზე;
• სისხლის დაავადებები;
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების პერიოდში;
• პროსტატის ჰიპერტროფია;
• შარდის ბუშტის ატონია;
• პილოროსტენოზი, ნაწლავების პარალიზური გაუვალობა;
• მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთდროული მკურნალობა;
• ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი;
• 6 წლამდე ასაკის ბავშვები (ინექციური ფორმები 12 წლის ზევით ასაკზეა გათვლილი);
• ამიტრიპტილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გამოყენების ხერხი და დოზები.
ინიშნება შიგნით მისაღებად (ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ).
საწყისი დღე-ღამური დოზა შიგნით მიღებისას შეადგენს 50-75 მილიგრამს ( 25 მგ 2-3 მიღებაზე), შემდეგ დოზას თანდათანობით ადიდებენ კიდევ 25-50 მგ-ით, სასურველი ანტიდეპრესიული ეფექტის მიღწევამდე. ოპტიმალური დღეღამური თერაპიული დოზა შეადგენს 150-200 მილიგრამს (დოზის მაქსიმალური ნაწილი მიიღება ღამით). თერაპიის მიმართ რეზისტენტული მძიმე დეპრესიების დროს დოზას ზრდიან 300 მილიგრამამდე და კიდევ მეტად, მაქსიმალურ ასატან დოზამდე (ამბულატორიული ავადმყოფებისათვის მაქსიმალური დოზა შეადგენს 150 მგ/დღეღამეში). ამ შემთხვევებში მკურნალობა მიზანშეწონილია დავიწყოთ პრეპარატის კუნთში ან ვენაში შეყვანით, ამასთან უფრო მაღალი საწყისი დოზების გამოყენებით, დოზების ზრდის დაჩქარებით სომატური მდგომარეობის კონტროლის ქვეშ.
მდგრადი ანტიდეპრესიული ეფექტის მიღწევის შემდეგ 2-4 კვირის თავზე დოზებს თანდათან და ნელ-ნელა ამცირებენ. დოზების შემცირებისას დეპრესიის ნიშნების გამოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ისევ საწყის დოზაზე დაბრუნება.
თუ ავადმყოფის მდგომარეობა არ უმჯობესდება მკურნალობის 3-4 კვირის შემდეგ, მაშინ მკურნალობის შემდგომი გაგრძელება აღარაა მიზანშეწონილი.
ხანშიშესული პაციენტებისათვის, მსუბუქი დარღვევების შემთხვევაში, ამბულატორიულ პრაქტიკაში, დოზები შეადგენს 25-50-100 მგ-ს (მაქსიმუმ) დაყოფილ დოზებად ან დღე-ღამეში ერთჯერ ძილის წინ.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის ენურეზისას 12,5-25 მგ ძილის წინ (დოზა არ უნდა აჭარბებდეს ბავშვის წონაზე გადათვლით 2,5 მგ/კგ-ს).
შაკიკის პროფილაქტიკისათვის, ნევროზული ხასიათის ქრონიკული ტკივილებისას (მათ შორის, ხანგრძლივი თავის ტკივილებისას) 12,5-25 მგ-დან 100 მგ-მდე დღე-ღამეში.ენახვის პირობები. შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილზე არაუმეტეს 25ძC ტემპერატურაზე. შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გრინდეკსი
ქვეყანა
ლატვია
ჯენერიკი
ამიტრიპტილინი
დოზა
25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
50
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი