არიფონი რეტ ტაბლეტი 1.5მგ #30

არიფონი რეტ ტაბლეტი 1.5მგ #30

საფრანგეთი

სერვიე
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბ.1,5 მგ. 30ც

აქტიური კომპონენტი: ინდაპამიდი 1,5მგ
არაქტიური ინგრედიენტები:
ტაბლეტის ბირთვი: სილიციუმის კოლიდური დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი.
აპკიანი გარსი: გლიცერინი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ეს სამედიცინო პრეპარატი განკუთვნილია მომატებული არტერიული წნევისთვის. (არტერიული ჰიპერტენზია)
ის წარმოადგენილია პროლონგირებული მოქმედების აპკიანი ტაბლეტების სახით, რომლის მოქმედი ნივთიერებაა ინდაპამიდი
ინდაპამიდი - დიურეზული საშუალება. უმეტესობა დიურეზული საშუალებები ზრდიან თირკმელებით გამომუშავებული შარდის მოცულობას. მაგრამ ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეტიკებისგან იმით, რომ მხოლოდ მცირედ ზრდის თირკმელების მიერ წარმოქმნილი შარდის მოცულობას.

ჩვენებები
მომატებული არტერიული წნევა

მიღების წესები და დოზები
1 ტაბლეტი დღეში, სასურველია დილით. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი იყლაპება მთლიანად, 1 ჭიქა წყლის დაყოლებით. არ შეიძლება ტაბლეტის დაფხვნა და გატეხვა. არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატების მიღება ჩვეულებრივ, გრძელდება მთელი სიცოცხლე.

გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ნებისმიერი პრეპარატს, არიფონ რეტარდსაც (თუმცა არა ყველა პაციენტში) შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
მათ მიეკუთვნება:
- გავრცელებული (10-დან 1 პაციენტზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში): სისხლში კალიუმის შემცველობის შემცირება, რამაც შეუძლია გამოიწვიოს კუნთური სისუსტე.
- არაგავრცელებელი (100-დან 1 პაციენტზე ნაკლებში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტში): ღებინება, ალერგიული რეაქციები, ძირითადად დერმატოლოგიუური ხასიათის, ისეთები როგორიცაა, გამონაყარი, პურპურა, (კანზე წითელი წერტილები) ალერგიული და ასთმური რექციებისადმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში.
- იშვიათი (1000-დან 1 პაციენტზე ნაკლებში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტში): - დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სხეულში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია),
- დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (ისეთი როგორიცაა გულისრევა და ყაბზობა), პირის ღრუს სიმშრალე;
- გაუწყლოების მომატებული რისკი ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე პაციენტებში გულის უკმარისბით.
- ძალიან იშვიათი (10 000-დან 1-ზე უფრო ნაკლები):
- გულისცემის არარეგულარული რითმი, დაბალი არტერიული წნევა,
- თირკმლის დაავადებები,
- პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რაც იწვევს ტკივილს მუცლის ზედა არეში), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დეგენერაციული დაავადება);
- სისხლის სურათის ცვლილება, ისეთი როგორიცაა თრომბოციტოპენია (თრომბოციტების შემცველობის შემცირება, რაც იწვევს სილურჯეების და ცხვირიდან სისხლდენის ადვილად გაჩენას), ლეიკოპენია (ლეიკოციტების შემცველობის შემცირება, რაც იწვევს უმიზეზო ცხელების, ყელის არეში ტკივილის ან გრიპის მსგავსი სხვა სიმპტომების განვითარებას – ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის კონსულტაცია) და ანემია (ერითროციტების შემცველობის შემცირება),
- ანგიონევროზული შეშუპება ან/და ჭინჭრის ციება, კანის მწვავე რეაქციები. ანგიონევროზული შეშუპება ხასიათდება კიდურების, სახის კანის, ტუჩების, ენის, ყელის ან სასუნთქი გზების ლორწოვანი მემბრანების შეშუპებით, რაც იწვევს ქოშინს და ყლაპვის გაძნელებას. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია. სისტემური წითელი მგლურას შემთხვევაში (კოლაგენურ-სისხლძარღვოვანი დაავადების ტიპი) შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება. არსებობს ფოტომგრძნობელობის მონაცემები (ცვლილებები კანის მხრივ) მზის ან ხელოვნური ულტრაისფერი სხივების მოქმედების შემდეგ.უკუჩვენება
- ალერგია ინდაპამიდზე, ნებისმიერ სხვა სულფონამიდზე და არიფონ რეტარდის ნებისმიერ კომპონენტზე.
- თირკმლის სერიოზული დაავადება
- ღვიძლის მძიმე დაავადება, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დეგენერაციული დაავადება),
- სისხლში კალიუმის დაბალი დონე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სერვიე
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
ინდაპამიდი
დოზა
1.5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი